www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:15 05.11.2015
პაშა ბანკმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

4 ნოემბერს პაშა ბანკმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის სპეციალური მიღება მოაწყო. პაშა ბანკი წარმოადგენს რეგიონალურ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს აზერბაიჯანში, საქართველოში და უკვე თურქეთშიც.

პაშა ბანკი EU-Georgian Business Council-ის აქტიური წევრია და მათი მხრიდან დაორგანიზებულ ოფიციალურ ვიზიტს სათავო ოფისში (რუსთაველის გამზ.15)  სიამოვნებით უმასპინძლა. იტალიის, თურქეთის, ლატვიის, საბერძნეთის, პოლონეთის, ირანის, ბულგარეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლებისთვის პაშა ბანკში სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ბანკის თანამშრომლებიც პირადად გაიცნეს.

განხილულ საკითხებს შორის იყო პაშა ბანკის ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრები, ბრიუსელის ბიზნეს კონფერენცია, ფორუმი Caspian Energy და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები, რომლებიც პაშა ბანკის სპონსორობით გაიმართა.

"ჩვენ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო და მასთან ასოცირებული კომპანიები დიდ ყურადღებას ვუთმობთ რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის. ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაშა ბანკის მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილება და ქართულ ბაზარზე შემოსვლა", განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ. 

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ინტერესდებიან ისეთი რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტებით როგორიც პაშა ბანკია. უფრო მეტიც, ჩვენთვის დიდი პატივია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩვენს ოფისში მასპინძლობა და მათთვის საკუთარი თავის გაცნობა,“ განაცხადა პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, შაჰინ მამმადოვმა. 
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6216
EUR3.0854
GBP3.4584
RUB3.934
თბილისი 15°-25°
ქუთაისი 16°-27°
ბათუმი 19°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia