www.people.ge
23:36 15.01.2017
მკვლელობა საკონტროლო გასროლით - გორში ბიზნესმენ ბორია გოგიჩაიშვილის ძმა მოკლეს

გურამ გოგიჩაიშვილს ცხედარი ექსპერტიზისათვის პროზექტურაში საღამოს გადაასვენეს. ბიზნესმენ ბორია გოგიჩაიშვილის ძმა წერეთლის ქუჩაზე სავარაუდოდ კრიმინალური გარჩევის შედეგად ჩაცხრილეს. მკვლელობის ზუსტი მოტივი ამ დრომდე უცნობია.

გარდაცვალებამდე გურამ გოგიჩაიშვილი სტუმრად ნინო ბურჯანაძის პარტიაში დემოკრატიულისაქათველოს ერთ-ერთ წევრთან, ნუკრი ჯალაბაძესთან იყო. გავრცელებული ინფორმაციით პირველი გასროლაც სწორედ ამავე ოფისში მოხდა. მოგვიანებით გოგიჩაიშვილმა ტერიტორია დატოვა და ეზოში გაიქცა, სადაც ის საკონტროლო გასროლით მოკლეს. ჯალაბაძეს სამ თვითმხილველთან ერთად სამართალდამცველები ამ დრომდე კითხავენ.

გორის ცენტრში რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს ადგილობრივებმა, თუმცა მკვლელის დანახვა ვერ შეძლეს. მათივე თქმით გოგიჩაიშვილი პარტიის ოფისში ხშირად იყო. ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის უკვე მეორე შემთხვევაა. გურამ გოგიჩაიშვილის ერთ-ერთი ძმა რამდენიმე წლის წინ, რესტორანში შურისძიების ნიადაგზე მოკლეს.

გოგიჩაიშვილის მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. უწყება ჯერჯერობით კონკრეტული პირის ბრალეულობაზე არ საუბრობს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
იანვარი 2018
იანვარი 2018
იანვარი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.5429
EUR3.1082
GBP3.5214
RUB4.4825
თბილისი 3°-9°
ქუთაისი 6°-9°
ბათუმი 7°-10°
მთავარი