www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
12:34 16.03.2017
“ევროპული საქართველო” ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის განახევრების ინიციატივით გამოდის
პარტია “ევროპული საქართველო” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის. როგორც "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული ოცნების” 5-წლიანი მმართველობის შედეგები მძიმედ აისახა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. 

მისივე თქმით, სახეზეა ეკონომიკური სტაგნაცია, ფასების ზრდა და ცხოვრების გაძვირება. 

”მოქალაქეთა უმრავლესობას აწუხებს უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, გაზრდილი ხარჯი.

მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდა ასიათასობით ოჯახმა იგრძნო საკუთარ შემოსავლებზე. ამან კიდევ უფრო დაამძიმა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რომელიც ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, მოქალაქეთა შემოსავლების მატების ძირითადი წყარო უნდა იყოს.

“ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2 ძირითად პრინციპს - გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

”ევროპული საქართველოს” პროგრამის 7 პუნქტი გულისხმობს: ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი განახევრდეს; დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს, ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ; უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს; საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე, 2019 წლიდან - 12.5%-მდე, 2020 წლიდან - 10%-მდე; განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე; იმპორტის გადასახადი გაუქმდეს; საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს.

“ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება შეღავათს მისცემს ათასობით მაღაზიას, კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობს, სილამაზის სალონის, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა და სხვა წვრილ საწარმოს, აგრეთვე, გარე მოვაჭრეებს და, ჯამში, შედეგად მოგვცემს: ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას; სამუშაო ადგილების შექმნას; კეთილდღეობის ზრდას”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

”ევროპული საქართველო” აღნიშნულ პროგრამას პარლამენტში დღეს წარადგენს.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.3895
EUR2.8067
GBP3.0808
RUB4.0213
თბილისი 18°-35°
ქუთაისი 22°-38°
ბათუმი 26°-31°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia