www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:05 05.04.2017
2017 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა პრესკონფერენციაზე ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის პირველი კვარტლის მონაცემები წარადგინა.

როგორც სამნიშვილმა აღნიშნა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. მისივე განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც უმთავრესად განპირობებულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული და თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, გაზრდილია ექსპორტის გეოგრაფიაც. 2017 წელი აქტიურად დაიწყო და იმედია, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

მისივე თქმით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -8 987 745, ჩინეთი -1 794 200, უკრაინა - 1 305 508, პოლონეთი - 561 294 და ყაზახეთი - 473 515 ბოთლი. 

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 383% (1 794 200), ისრაელი - 333% (42 570), რუსეთი - 120% (8 987 745), კანადა - 55% (34 650), პოლონეთი - 27% (561 294), გერმანია - 22% (98 926), უკრაინა - 20% (1 305 508), აშშ - 7% (66 714), ლატვია - 5% (255 896).

სამანიშვილის განცხადებით, ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 302 962 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 8,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71%-ს აღწევს.

,,პირველ კვარტალში ექსპორტირებულია 46 990 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 142% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 137 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 114%-ს მიაღწია. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 58,5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა - ზრდამ 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 76% შეადგინა", - განაცხადა სამანიშვილმა.

კომენტარები:
xilpxpu2017-05-18 14:45:09
64e2AO <a href="http://ubtoejdjyqrm.com/">ubtoejdjyqrm< /a>, [url=http://jliiyijfwksh.com/]jliiyijfwksh[/url], [link=http://jorroloirqyf.com/]jorroloirqyf[/link] , http://cgvfyhjcuosu.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




სარეკლამო ადგილი - 28
300 x 300
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სარეკლამო ადგილი - 6
300 x 250
ივნისი 2017
ივნისი 2017
ივნისი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სარეკლამო ადგილი - 7
300 x 250
ვალუტა ამინდი
USD2.408
EUR2.6881
GBP3.0512
RUB4.0271
თბილისი 14°-26°
ქუთაისი 16°-26°
ბათუმი 20°-25°
სარეკლამო ადგილი - 8
300 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
300 x 250
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia