www.people.ge
13:38 05.04.2017
საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს
საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს, - როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში იგეგმება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.

გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ჩამოსასხმელი ღვინის აკრძალვის ინიციატივა მოდის კერძო სექტორიდან - არა ერთი ან ორი კომპანიიდან, არამედ ასოციაციებიდან და მას მხარს უჭერს ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამანიშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ცვლილება კანონში აისახება.

მისივე თქმით, 2016 წელს ექსპორტზე დაახლოებით, 50 მილიონი ბოთლი გავიდა და აქედან, ჩამოსასხმელი სახით იყო დაახლოებით, 500 000 ლიტრი მხოლოდ, ანუ ჩამოსასხმელი სახით ღვინის ექსპორტის წილი ძალიან მცირეა, ასევე ამ ღვინის ღირებულებაც უფრო ნაკლებია და შესაბამისად, ნაკლებად საინტერესოა ღვინის კომპანიებისთვის. 

„დღეს როდესაც ექსპორტი ასე მნიშვნელოვნად იზრდება, აღარ არის საჭიროება, რომ ღვინო გადიოდეს დაბალ ფასად ჩამოსასხმელი სახით და მეორე - მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ჩვენ საქართველოში ზუსტად ვაკონტროლებთ თითოეულ კილოგრამ ყურძენს, თითოეულ ლიტრ ღვინოს - რამდენი იწარმოება, რა დასახელების, რომელ რეგიონში და რომელი კომპანიის მიერ, როდესაც ღვინო გადის ჩამოსასხმელი სახით ჩვენ უკვე არ ხელგვეწიფება აღვრიცხოთ ზუსტი რაოდენობა ჩამოსხმული ღვინოების და გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიები, რომელებიც ყიდულობენ ჩამოსასხმელი სახით ღვინოს, უფრო მეტ ღვინოს აწარმოებდნენ, ვიდრე მათ იყიდეს საქართველოდან. ამის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს ჩვენს ერთ-ერთ მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ მალე დასრულდება ეს პროცესი და გამოჩნდება იყო თუ არა მართლა დარღვევა. ყოველ შემთხვევაში, გვინდა, რომ შევამციროთ ის რისკები, რაც შეიძლება მოჰყვეს ჩამოსასხმელი სახით ღვინის გატანას“, - განაცხადა სამანიშვილმა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
იანვარი 2018
იანვარი 2018
იანვარი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.5429
EUR3.1082
GBP3.5214
RUB4.4825
თბილისი 0°-10°
ქუთაისი 6°-15°
ბათუმი 6°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia