კირა ნაითლი
ჰოლივუდის ვარსკვლავი
2985 წელს მსახიობების ოჯახში დაიბადა. როცა კირა 7 წლის იყო, მან პირველი როლი შეასრულა
ფილმში. მსახიობის კარიერის არჩევის გამო, კოლეჯის დასრულება ვერ შეძლო. მან მონაწილეობა
მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „ნამდვილი სიყვარული“, „კარიბის ზღვის მეკობრეები“,
„მეფე არტური“, „მცველი“ და სხვა.
ბიონსე
მომღერალი ამერიკის შეერთებული
შტატებიდან ერთერთ ულამაზეს ქალბატონად მიიჩნევა. იგი 1981 წელს დაიბადა ტეხასში. პოპულარობა
90-იანი წლების მიწურულს მოიპოვა. 2001 წელს სამსახიობო კარიერა დაიწყო. ამ დროისათვის
ბიონზე მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მუსიკოსების სიაშია.
კამერონ დიასი
მსახიობი აშშ-დან, 1972 წელს
დაიბადა. ჰოლივუდში პოპულარობა ფილმ „ნიღაბის“ შემდეგ მოიპოვა. მსახიობი მონაწილეობდა
ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „ქალური საიდუმლო“, „საჩუქარი“ „მამაჩემის სახლი“ და სხვა.
სკარლეტ იოჰანსონი
ეს ულამაზესი ქალბატონი
1984 წელს ნიუ იორკში დაიბადა. მან პირველი როლი 9 წლის ასაკში შეასრულა.
სტეისი კეიბლერი
ეს ულამაზესი ქალბატონი პლანეტის
ლამაზ ქალბატონთა სიაში პირველად არ მოხვდა. იგი 1979 წელს დაიბადა ბალტიმორში. იგი
სულ 72 ფილმში მონაწილეობს.
შარლიზ ტერონი
მსახიობი 1975 წელს დაიბადა,
მან პოპულარობა 90-იან წლებში მოიპოვა. მონაწილეობს ისეთ ფულმებში, როგორებიცაა: „ეშმაკის
ადვოკატი“, „პრომეთე“, „მონსტრი“ „ტკბილი ნოემბერი“ და სხვა.
ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი 1975 წელს დაიბადა
ლოს ანჯელესში. მსახიობის კარიერასთან ერთად, ულამაზესი ქალბატონი ქველმოქმედებითაც
არის დაკავებული. იგი 6 შვილის დედაა, მათგან სამი ნაშვილებია.