მეოცე საუკუნის მუსიკის გენია სტივ უანდერი მეცხრე შვილის მამა გახდა
და მორიგი რეკორდი დაამყარა. გენიალური მუსიკოსი 64 წლის გახლავთ და მას მისმა რჩეულმა, ტომიკ რობინ
ბრასიმ მას მეცხრე შვილი აჩუქა. წყვილს ქალიშვილი შეეძინა და მას ნინა უწოდეს.
წყვილისთვის ეს მეორე საერთო შვილია: უანდერი და ბრასი ერთად მეორე
წელია რაც არიან და ერთი წლის ვაჟს ზრდიან.
უანდერი ბრასამდე ორჯერ ოფიციალურ, რამდენიმეჯერ კი სამოქალაქო
ქორწინებაში იყო. წარსული ურთიერთობებიდან, მომღერალს შვიდი შვილი ჰყავს. მისი უფროსი ქალიშვილი, აიშა
მორისი მამის კვალს მიჰყვა და საკუთარი თავი მუსიკაში იპოვა. ქალიშვილზე
მომღერალმა ერთხელ განაცხადა: „მე მრავალი წლის განმავლობაში ველოდი მის
მოვლინებას ჩემს ცხოვრებასა და ხელოვნებაში.