GEM fest-ის
პრე-სეილი Multi pass-ებზე
დასრულებულია. დღეიდან Classic
Multi Pass-ზე ახალი ფასი მოქმედებს. იმის გამო, რომ პრომო ფასში
გასაყიდი მულტი პასების რაოდენობა შეზღუდული იყო და მისი შეძენა სულ 1000 მსურველს
შეეძლო, Gem-fest-ის
ორგანიზატორებმა მიიღეს ახალი ფასდაკლების ამოქმედების გადაწყვეტილება. დღეიდან - 20
ივლისამდე, Classic Multi Pass-ის ღირებულება
150 ლარი იქნება. აქციის დასრულებისთანავე, მისი ფასი გაიზრდება.
„ჩვენი პრე-სეილის
დაწყების თარიღი თბილისში მომხდარ სტიქიას დაემთხვა, რის გამოც, მივიღეთ გადაწყვეტილება,
რომ ამ აქციას ხმაურის გარეშე ჩაევლო. ბუნებრივია, საზოგადოება არ იყო სათანადოდ ინფორმირებული
Multi Pass-ების პრომო ფასზე და ბევრმა მსურველებმა, რომლებიც ელექტრონული მუსიკის
ერთგული მსმენელები არიან, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ისარგებლეს შეთავაზებული
გრანდიოზული ფასდაკლებით.
ჩვენ ვითვალისწინებთ ამ გარემოებას და საზოგადოების განსაკუთრებულ
მოთხოვნას Classic Multi Pass-ზე და ვთავაზობთ ახალ ფასდაკლებას, რომელიც 20 ივლისის
ჩათვლით იმოქმედებს. ამჯერად, გასაყიდი მულტი პასების რაოდენობა შეზღუდული არ არის.“
- განაცხადა GEM fest-ის PR მენეჯერმა, People.ge-სთან
საუბრის დროს.