www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:14 01.11.2012
ქართველი მსახიობი ფილმ „მუსულმანთა უცოდველობაში“ მონაწილეობს
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი ანა გიორგობიანი, რომელიც ანა გურჯის სახელითაა ცნობილი, საშიშ სკანდალში გახვეული აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ისიც მონაწილეა იმ ანტიმუსლიმური ფილმისა, რომელმაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აგრესია და მსხვერპლი გამოიწვია.

ანა გურჯი აცხადებს, რომ შოკირებულია იმით, თუ რა ცვლილებებიც ფილმმა განიცადა. სხვა მსახიობების მსგავსად ისიც აცხადებს, რომ მოატყუეს.

ქართველი მსახიობი დამალვას არ აპირებს და სურს, სიმართლე გასაგები გახდეს. მისი თქმით, ის თავის დროზე სრულიად სხვა ფილმში მონაწილეობას დათანხმდა, რომლის სახელწოდებაც იყო „უდაბნოს მეომარი“ და შეეხებოდა ძველ ეგვიპური ტომების ცხოვრებას, მათ ურთიერთბრძოლას, კომეტის ჩამოვარდნას და ა.შ. მასში საერთოდ არ იყო ნახსენები არც რელიგია, არც მუსულმანობა და მით უმეტეს, არც წინასწარმეტყველი მუჰამედი.

ანამ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით რჩევა სთხოვა მწერალ ნილ გეიმანს, რომელსაც ეჭვი არ ეპარება ქართველი მსახიობის გულწრფელობაში. - გასულ წელს მე სინჯები მქონდა მცირებიუჯეტიან ფილმში და მივიღე მეორეხარისხოვანი როლი. ეს იყო კინო კომეტაზე, რომელიც უდაბნოში ჩამოვარდება, ასევე ძველ ეგვიპტურ ტომებზე, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ერთი წლის შემდეგ მოხდა ფილმის დუბლირება მსახიობების თანხმობის გარეშე, რეპლიკები კარდინალურად შეცვლილია და ფილმი გადაქცეულია ანტიისლამურ პროპაგანდად. შცვალეს, ასევე მსახიობთა სახელებიც - ის ახალგაზრდა, რომელთანაც მე ვთამაშობდი, ჯორჯის ნაცვლად მუჰამედად იქცა - წერს ანა გურჯი ნილ გეიმანს და რჩევას სთხოვს.

გეიმანმა კი მას წერილის გამოქვეყნება და სიმართლის საჯაროდ თქმა ურჩია. ანას წერილში აღნიშნულია, რომ მსახიობები შცდომაში შეიყვანეს. ანა ასახელებს რეჟისორის სახელს: ალან რობერტსს, რომელიც მართლაც არსებობს, თუმცა მისი ნამდვილი გვარი და სახელი რობერტ ბრაუნელია და ის ახლა საგულდაგულოდ ემალება მედიას.

რაც შეეხება ფილმის პროდიუსერს, აქაც ბურუსით მოცული სიტუაციაა. ამერიკული მედიის ვარაუდოთ, მას ნაკულა ბასილი ნაკულა ჰქვია, არის 55 წლის და აქვს კრიმინალური წარსული. ის გასულ კვირას ლოს-ანჟელესის პოლიციამ დაკითხა, მაგრამ არ დაუკავებიათ.

სკანდალური ფილმის შესახებ გამოძიება შეერთებული შტატების დაზვერვის ფედერალური ბიუროს უკვე დაწყებული აქვს და მის წარმომავლობასა და ავტორებს არკვევს.
კომენტარები:
2012-11-16 17:42:57
აბა თქვენ იცით, გულღრძო ქართველებო, იქნებ როგორმე მოაკვლევინოთ ეს საყვარელი გოგონა მუსლიმებს

კოკო2012-11-16 19:00:11
ნამდვილად კარგი და უცოდველი გოგოა

გენერალი2013-03-22 12:48:28
არ იცოდა სად ხებულობდა!!!

2013-03-24 12:59:42
არა არს ღმერთი გარდა ალახისა და მუხამედია მოციქული მისი,სიკვდილი ამ ფილმის შემქმნელებს, ალახ აკბარ

ქართველი2013-03-25 17:26:29
აუ ვახაბიტი გაიჩითა,რეჟისორის ბრალია მსახიობები არაფერ შუაში არ არიან,ეს გოგონა კი ნამდვილი ანგელოზია

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6188
EUR3.0593
GBP3.4414
RUB3.8673
თბილისი 14°-26°
ქუთაისი 14°-25°
ბათუმი 17°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia