www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:18 20.03.2013
გიორგი ედიშერაშვილი ევროპის ჩემპიონია!
20 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპირველობაზე მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა. ვაჟებმა საუკეთესოები 55 და 60 კილოგრამში, ქალებმა კი 51 და 59 კგ-ში გამოავლინეს. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი გიორგი ედიშერაშვილმა მოუტანა,მან საოცარი ჟინით და შემართებით იჭიდავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) შესძინა.ედიშერაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა ბელარუს ვლადისლავ ანდრეევთან გამართა, გულშემატკივრების შეძახილებით გამხნევებულმა თავიდანვე აქტიურად შეუტია,  0:1, 1:0, 2:1 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

60-კილოგრამში  თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების  ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა თურქ მუნირ აკტასს 3:1, 6:0 მოუგო. ხინჩეგაშვილს მეორე პერიოდის და მთლიანად შეხვედრის მოსაგებად ერთი წუთიც არ დასჭირდა. საერთოდ კი, ხინჩეგაშვილს  ურთულესი ბადე ერგო, რასაც ისიც დაერთო, რომ რამდენიმე შეხვედრის ჩატარება ერთმანეთის მიყოლებით მოუხდა.ქალთა შორის 51 კილოგრამის გამარჯვებული პოლონელი როკსენა მარტა ზასინა  გახდა, 59-კილოში კი ბელარუსმა ანასტასია ხუჩოკმა იმარჯვა.

დღესვე, სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 74 და 120 კილოგრამამდე წონითი კატეგორიების კენჭისყრა გაიმართა. ამ წონებში მედლები ხვალ გათამაშდება, საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე დავით ხუციშვილი (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) გავლენ. ხუციშვილი შეჯიბრებაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, სადაც ავსტრიელ ფილიპ კრეპაზს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი რუს ანიაურ გედუევსა და პოლონელ ტომაშ როგიზს შორის მოგებულს შეხვდება. ამავე ჯგუფში მოხვდნენ აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ალექსანდრ გოსტიევი და ბულგარელი ლეონიდ ბაზანი. მათი და ხუციშვილის გზები მეოთხედფინალში იკვეთება. მძიმე წონაში სულ 15 მონაწილე აიწონა და ტურნირი მერვედფინალით იწყება. გენო პეტრიაშვილს პირველ მეტოქედ მაკედონიელი ბობან დანოვი ერგო. ამ წყვილიდან გასული კი, რუს მაგომედგაჯი ნურასულოვსა და ბელარუს ვადიმ შვედაუს შორის საუკეთესოს გაეჯიბრება. 

 

კომენტარები:
საქართველო2013-03-20 17:30:36
საღოლ ბიჭებო, გენაცვალეეთ ))

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
ვალუტა ამინდი
USD2.7045
EUR3.0474
GBP3.4931
RUB3.9893
თბილისი 4°-6°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia