www.people.ge
11:13 23.03.2013
ბრალდებები და პასუხები — აიკრძალება თუ არა საქართველოში სათამაშო ბიზნესი?
“ძალიან მკვეთრად ნუ მივუდგებით. არ ემუქრება კაზინოებს დახურვა, ეს საკითხი არ განიხილება. თუმცა, ჩემი დამოკიდებულება ჩემს განცხადებებშიც მინიშნებული მქონდა. ამას კარგი განხილვა უნდა და ინვესტორებს და ბიზნესმენებს ანგარიშის გაწევა სჭირდება,” — პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება, კობა დავითაშვილის ინიციატივას მოჰყვა.

“მე ვარ სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვის კანონპროექტის ავტორი. თუმცა, მხარს დავუჭერ სათამაშო ბიზნესის სრულად აკრძალვასაც», — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა, 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კანონპროექტი, რომელიც აზარტული თამაშების (გარდა ლატარიებისა და წამახალისებელი გათამაშებებისა) აკრძალვას გულისხმობს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტი შემდგომ მოსმენებსაც გეგმავს. დავითაშვილის თქმით, აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შევიდა. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა.

„რეკლამირების აკრძალვით არც ტელევიზიები, არც სარეკლამო კომპანიები და არც მედიასაშუალებები არ გაკოტრდებიან. იმ ხალხზე იფიქრეთ, ვისაც შვილები აზარტული თამაშების გამო დაეხოცა. საჯარო აკრძალვა მოიცავს ყველა ასპექტს, მათ შორის ინტერნეტს და ვინც ინტერნეტში რეკლამას განათავსებს 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში — 20 ათასით და ასე, სანამ არ დაიღლებიან“,” — აცხადებს კობა დავითაშვილი.

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან ახვლედიანის თქმით, სათამაშო ბიზნესის აკრძალვა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის როგორც ბიზნესს, ასევე მედიასაც: “რეკლამის აკრძალვის თემაზე სერიოზული კამათი გვაქვს პარლამენტში. ჩვენ უკვე დავუკავშირდით ზურაბ ტყემალაძეს, რა თქმა უნდა, წერილები მივწერეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარეს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კობა დავითაშვილსაც და მოვითხოვეთ, ამ საკითხების განხილვებში ჩართვა. ბატონი ზურაბ ტყემალაძე დაგვიკავშირდა და ჩვენგან სია მოითხოვა, თუ ვინ ვიქნებით საკითხის განხილვაში ჩართულები. ჩვენ უკვე მივაწოდეთ ეს სია, ჩართულები ვიქნებით სათამაშო ბიზნესის ასოცოაცია და მედიასაშუალებები. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტს რეკლამის სრულად აკძალვის გამორიცხვასთან დაკავშირებით დავარწმუნებთ, იმიტომ,რომ სრულად აკრძალვა სერიოზულ პრობლემას უქმნის არამარტო ბიზნესს, არამედ მედიასაც. სათამაშო ბიზნესი რეკლამაში წელიწადში 15-18 მილიონამდე ხარჯავს. პარლამენტს გამორჩა ყველაზე მთავარი მომენტი, ეს არის სპორტული გადაცემების დაფინანსება, სასპონსორო პაკეტები, გუნდებისა და ფედერაციების დაფინანსება, რასაც მსხვილი სათამაშო ბიზნესის მოთამაშეები აკეთებენ.”

ბატონი ლევანის განცხადებით, ასოციაცია სათამაშო ბიზნესის ნაწილობრივ რეკლამის შეზღუდვას მხარს დაუჭერს: “ჩვენ ვეთანხმებით სათამაშო ბიზნესის რეკლამების გარკვეული სახით შეზღუდვას: საზოგაროებრივი ტრანსპორტიდან, ბილბორდებიდან, მეტროებში საერთოდ გაქრეს ამგვარი რეკლამები, სატელევიზიო და რადიო რეკლამებიც შეიზღუდოს, მაგრამ, ამასთან, სურვილი გვაქვს, გვიანი სატელევიზიო რეკლამა დარჩეს. საუბარია, მხოლოდ ბრენდის, სპორტული გადაცემების ტრანსლირებისა და ინტერნეტ რეკლამაზე.”

“ხალხს ჰგონია, რომყოველ ფეხის ნაბიჯზე კაზინოა გახსნილი. არადა,მათ უბრალოდ რეკლამა ხვდებათთვალში. სულ ქალაქში 10 კლუბი და 3 სამორინეა. ამიტომ, როდესაც ბატონმა კობამ შეიტანა კანონპროექტი, მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების უმრავლესობას არც კი გახსენებია სპორტის მხარე და სპორტული გადაცემები და პირველივე მოსმენაზე დაეთანხმა. ჩვენ შევეცდებით, ეს ყველაფერი ავუხსნათ,” — აცხადებს ლევან ახვლედიანი.

„Weeknews.ge“-სთან საუბრისას, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ახვლედიანი მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს მთავრობის პოზიციის ნათლად დაფიქსირებისთვის: “სათამაშო ბიზნესის აკრძალვის ინიციატივა აქტუალური აღარ არის. დიდი მადლობა პრემიერს, რომ, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა აკრძალვის თემას და დააფიქსირა მთავრობის პოზიცია. მან კონკრეტულად და მკაფიოდ განაცხადა, რომ ბიზნესს აკრძალვა არ ემუქრება.”

„ადამიანების ნაწილს აზარტული თამაშების მიმართ, ისევე როგორც ნარკოტიკების მიმართ, დამოკიდებულება უვითარდება, ეს არის ავადმყოფობა. ფულის კეთება და ამ ბიზნესში მონაწილეობა აკრძალული კი არა, დასჯადი უნდა იყოს. გასაგებია, რომ სათამაშო ბიზნესის ასოციაცია ამის წინააღმდეგია, უცნაური ის იქნებოდა წინააღმდეგი რომ არ იყოს“, — აღნიშნა კობა დავითაშვილმა.

ლევან ახვლედიანის განცხადებით, ადამიანს უფლება უნდა ჰქონდეს, თავად გადაწყვიტოს, შევა თუ არა კაზინოში: “მოთამაშეთა ასაკი კანონით განსაზღვრულია: 21 წლის ადამიანს შეუძლია სამორინეში შესვლა, ტოტალიზატორში — 18 წლისას. მოთამაშეს ნებისმიერი ოდენობის თანხის წაგება შეუძლია, თუ ის ამ თანხას რეალურად ფლობს, ე. წ. „პოსლეზე“ თამაში კატეგორიულად გამორიცხულია. თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება სათამაშო ბიზნესის მწარმოებელი ორგანიზაციის ლიცენზიის გაუქმების საკითხი დადგება, ამიტომ არავის უღირს დაკარგოს ხუთმილიონიანი ლიცენზია ორი ან სამი ათასის გულისთვის. ჩემი აზრით, 21 წელი ნორმალური ასაკია და, ამ მხრივ, კანონში შესაცვლელი არაფერია. მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანომ 25-დან 21 წლამდე დაწია პარლამენტარის ასაკი და ამ წლოვანების ადამიანს ქვეყნის კანონმდებლობას ვანდობთ, რატომ არ შეიძლება 21 წლის ადამიანმა სამორინეში ითამაშოს?! 21 წლის ადამიანს, ვფიქრობ, აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, შევიდეს თუ არა კაზინოში.”

კობა დავითაშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შემდეგ, თამაშების იატაკქვეშეთში გადასვლის საფრთხე არსებობს. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ ამის კონტროლი შესაძლებელი იქნება.

ლევან ახვლედიანი, კობა დავითაშვილისგან განსხვავებით, აცხადებს, რომ თამაშების აკრძალვით ქვეყანა ბევრი პრობლემის წინაშე დადგება: “ჩემი აზრით, სათამაშო ბიზნესის აკრძალვით, ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია აუცილებლად გაუარესდება. თუ ეს ბიზნესი კანონის ჩარჩოებიდან გავა, იგი ისევ “აიატაკქვეშეთში” დაბრუნდება. ახლა სათამაშო ბიზნესში შემოღებულმა მკაცრმა რეგულაციებმა, “მაზავიკების” ხმაურიანმა დაჭერამ განაპირობა ის, რომ დღეს დანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი. თუ აკრძალვას გამოვიყენებთ, ქვეყანა ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.”

“კობა დავითაშვილი აპელირებდა და ამბობდა ხალხი თავს იკლავსო, დაახლოებით, სამი თვითმკვლელობის ფაქტი მაქვს მოძიებული, აქედან მხოლოდ ერთი ვერ გავარკვიე, ეს კაზინოში წაგებული ფულის გამო მოხდა თუ “ხელზე მაზის” გამო. დანარჩენ ორ შემთხვევაში ხელზე „გამაზვის“ და წაგებული ფულის ჩაუბარებლობის გამო მოიკლეს თავი. შესაბამისად, თუკი აკძალვაზე მიდის ლაპარაკი, ჩვენ უარეს სოციალურ სიტუაციას დავაყენებთ,” — განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის თემა საფრთხილო საკითხია. მისი აზრით, სათამაშო დაწესებულებების ადგილმდებარეობა განსახილველია: «მინდა, გავიხსენო კობა დავითაშვილის ზედმეტი აქტიურობა კაზინოებთან დაკავშირებით. ესეც ფრთხილი საკითხია. გადაწყვეტილება რეკლამასთან დაკავშირებით მიიღეს და ზედმეტი განმარტებები არ გააკეთეს, ბევრი ინვესტორი გაჩერდა. მესმის, რომ კაზინოს ბევრი სიმახინჯე აქვს, ბევრ პრობლემას ქმნის და შეიძლება ზოგიერთ ქალაქში არ უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი განხილვადია. შეიძლება კაზინოებისთვის სპეციალური ადგილები ვნახოთ, რომ მოსახლეობას ის სახლებად არ ჰქონდეს,” — ბიძინა ივანიშვილი.

ლევან ახვლედიანი სათამაშო ბიზნესისთვის გაკეთებულ ცალკე ზონებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამასთან, მისი აზრით, დიდი ალბათობაა, ამ მეთოდმა არ გაამართლოს: “სათამაშო ბიზნესის სერიოზული ზონა მსოფლიოში სამ ქვეყანას აქვს. ამერიკას გაუმართლა, იქ 50 წელი შენდებოდა ლასვეგასი და ატლანტიკსიტი, ჩინეთს აქვს მაკაუ და მანაც ძალიან გაამართლა. ორივე ქვეყნის შემთხვევაში სერიოზული ინვესტიციები ჩაიდო. სათამაშო ზონას ქალაქის აშენება სჭირდება. არ გამოვა, ჩვენ გავიშვიროთ ხელი, მაგალითად: წყალტუბოში და იქ აშენდეს კაზინოები. რამდენიმე წლის წინ სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, სათამაშო დაწესებულებები გარეუბნებში გაეტანათ. ამით ერევანმა სიმახინჯეების მეტი ვერაფერი მიიღო, ბიუჯეტში შემოსავლებმაც დაიკლო.”

კიდევ ერთი თემა, რომელიც კობა დავითაშვილმა წამოჭრა, ონლაინ თამაშების გაკონტროლებას უკავშირდება: »ინტერნეტის კონტროლი ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. თუ ვინმე ამბობს, რომ კონტროლი შეუძლებელია, ეს არის სისულელე. ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენ ონლაინპოკერს ვერ ითამაშებთ. კონტროლის მექანიზმები არსებობს, მთავარია სურვილი და პოლიტიკური ნება. ინტერნეტი,ჩემი აზრით,ყველაზე მაღალი საფრთხეა.უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე კაზინოები ან ტოტალიზატორები. ინტერნეტ კაზინო და ინტერნეტ ტოტალიზატორი ეს ისაა, სადაც მცირეწლოვანს შეუძლია გააკეთოს ფსონი ისე, რომ მშობლების ნებართვა არ აიღოს და ძალიან ხშირად ხდება ოჯახის გაძარცვა»- აცხადებს კობა დავითაშვილი.

ლევან ახვლედიანის თქმით, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ინტერნეტ თამაშები არ კონტროლდება, საქმეში ჩაუხედავია. მისი თქმით, ამ მხრივ რეგულაციის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს: “ამ თემაზე საუბრობდა საქმეში ჩაუხედავი ადამიანი. ბავშვმა შეიძლება, უცხოურ საიტებზე ითამაშოს. ჩვენს საიტებზე, თუ მას არ ეყოლება უფროსი თანამძრახველი, ვერ ითამაშებს. ქართულ საიტებზე დასარეგისტრირებლად საჭიროა პირადობის მოწმობა, მოგებული ფულის გამოსატანად კი — ბარათი, თავისი კოდით. თუ ბავშვმა მამის ბარათი მოიპარა და მისი პინ-კოდიც კი იცის, ეს უკვე ოჯახის პრობლემაა, ონლაინი აქ არაფერ შუაში არ არის. ხოლო, რაც შეეხება ამერიკაში ონლაინ პოკერის აკრძალვას ბატონ კობას მოძველებული ინფორმაცია აქვს. 2012 წელს ამერიკის კონგრესმა ონლაინ პოკერის ლეგალიზაციის კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა და სულ მალე ამერიკაში ონლაინ პოკერი ლეგალური გახდება“. (ჩვენი ინფორმაციით — 2013 წლის თებერვლიდან ამერიკის 4 შტატში მოხდა ონლაინ პოკერის ლეგალიზაცია და 2013 წლის ბოლოსთვის აშშ-ს ყველა შტატი დაუშვებს ონლაინ პოკერის ლეგალურ თამაშს- „New York Post“).

“ონლაინის აკრძალვა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. კონტროლი საკმაოდ სერიუზული გვაქვს და კიდევ უფრო ვხვეწთ: საჯარო რეესტრთან ავაწყობთ ე. წ. პროტოკოლებს, რა თქმა უნდა, აქ ადამიანის იდენტიფიკაცია არ მოხდება, იმიტომ, რომ ამით ადამიანის უფლებებს დავარღვევთ და რეესტრი ამაზე უარს გვეუბნება. როდესაც პირადი ნომერი ფიქსირდება, საჯარო რეესტრი მაშინვე გვიდასტურებს წლოვანებას. თუკი ეს წლოვანება ზუსტად არ ემთხვევა ამ ნომერს, ესეიგი ვიღაცა ცდილობს სხვისი პირადობით დარეგისტრირდეს. სურვილი გვაქვს, რომ თანხის გატანაც გავამკაცროთ. ასეთი კომპანია არსებობს — „ჯორჯიან ქარდი“, რომელიც ამზადებს ამ ბარათებს. ჩვენი სურვილია, მოვახდინოთ ბარათის იდენთიფიცირება, რომ ონლაინში დარეგისტრირებულმა ადამიანმა მხოლოდ თავის ბარათზე შეძლოს თანხის გადატანა და სხვისი ბარათი ვეღარ გამოიყენოს. აქვე,მობილური ტელეფონის ჩართვაც შეიძლება,ანუ გართულება იდენთიფიკაციისა, როგორც კი ადამიანი გადაწყვეტს ფულის გატანას,მას მობილურზე უნდა მიუვიდეს მესიჯი და მხოლოდ კოდის შეყვანის შემდეგ,შეეძლება ფულის მიღება. ამით მინიმალურ პრობლემას ვიქმნით ჩვენთვის და მაქსიმალურად ვიცავთ მომხმარებელს,” — აღნიშნა სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ლევან ახვლედიანი მიიჩნევს, რომ კანონი საკმაოდ ბევრ პასუხისმგებლობას აკისრებს სათამაშო ბიზნესს. სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ასოციაციის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში არსებული არასწორი სტერეოტიპების დამსხვრევა იყო: “რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ სათამაშო ბიზნესი არის ბურუსით მოცული, რაც არასწორი შეხედულებაა. ჩვენი მთავარი კონტროლიორი შემოსავლების სამსახურია. შემოსავლების სამსახურისთვის ყველაზე ადვილად კონტროლირებადი მხარე ჩვენ ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი გადასახადები დაუფარავია. საუბარია ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებსაც წინასწარ ვიხდით, ეს არის ყოველწლიური მოსაკრებელი, ამასთან, კვარტალური გადასახადებიც, რომელსაც ასევე ყოველი კვარტლის დასაწყისში ვიხდით, ბიუჯეტის არც თუ ისე მცირე წილს შეადგენს. ”

“კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ მკაცრად რეგულირდება, ჩვენით რაიმე მოქმედების ჩატარების უფლება არ გვაქვს, ვმოქმედებთ მხოლოდდამხოლოდ კანონის ფარგლებში. წინასწარაა გაწერილი სამორინემ თუ კლუბმა რა მაგიდა დადგას, რამდენი აპარატი მიიტანოს, ამის შეცვლის უფლება დაუკითხავად არ გვაქვს, ყველაფერი შემოსავლების სამსახურთან უნდა შეთანხმდეს. მოსახლეობისთვის რა თქმა უნდა ეს ცნობილი არაა და ამიტომ ჰგონიათ, რომ სათამაშო ბიზნესის უკან ყოველთვის ვიღაც მაფიოზები დგანან, არადა, საქმე ჩვეულებრივ ბიზნესთან გვაქვს,” — განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ნინო დევიძე

ნათია გოგოლაშვილი

წყარო

კომენტარები:
ნათია2013-03-23 15:00:43
"ადამიანს უფლება უნდა ჰქონდეს, თავად გადაწყვიტოს, შევა თუ არა კაზინოში"... სანამ ამ უფლების ქონა არ ქონაზე ვისაუბრებთ, მოდით გავიხსენოთ, რომ ადამიანს გააჩნია ისეთი უფლებებიც, როგორიცაა სიცოცხლის უფლება და თავისუფლების უფლება. სამწუხაროდ კაზინოები და მათგან წარმოებული ბიზნესი უამრავ ადამიანს უსპობს ამ ორ უმთავრეს - სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებას. ეს, ეწ ბიზნესი თუ მაფია, ლახავს არა მხოლოდ კაზინოებზე დამოკიდებული ადამიანებების უფლებებს, არამედ მათი ოჯახის წევრებისასაც ... გრცხვენოდეთ ყველას, ვისაც სხვების სიცოცხლისა და უბედურების ფასად, გიღირთ ფულის კეთება...გამდიდრება...დროა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამაზე ლაპარაკი. გადაარჩინეთ სიცოცხლე!!!აიკრძალოს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

გეტ2013-03-23 15:29:04
აიკრდზალოს საერტოდ..

გეტ2013-03-23 15:30:05
კაზინოს დ.................

2013-03-23 17:30:58
უნდა აიკრცალოსსსსსსსს

სვეტა2013-03-23 17:39:04
აუცილებლად უნდა აიგრძალოს ეს სატანა ტოტალიზატორები და კაზინოები...........


რა2013-03-23 20:40:32
უნდა აიკრზალო გააბომჯა ხალხი თვითონ კი მდიდრდებიან

ალალი2013-03-24 13:07:54
ვინ გექაჩებათ ძალით თქვე ტვინ გაყინულებო ფულიც მაქვს და ტვინიც მაქვს თამაშის მაგრამ არასოდეს სურვილი არ გამჩენია "თამაშის" არც ვიცი სად მდებარეობს ეს რაღაცები.

ალალი2013-03-24 13:10:45
დებილები ყრიან, ღკვიანები კრეფენ. "ნე მოჟეშ ნე მუჩ".....როგორ შეიძლება ვიღაცა ჩლუნგების, კერძოთ ჩALIს ტOმარა კობას წამონასროლით ბიზნესი აიკრძალოს....

ngbdonb2013-05-20 10:26:12
lztSIw <a href="http://exthlqryklan.com/">exthlqryklan< /a>, [url=http://uwiijlmeziiw.com/]uwiijlmeziiw[/url], [link=http://jbfyyonizqer.com/]jbfyyonizqer[/link] , http://imzibcspxpga.com/

2013-07-09 20:12:22
უნდა აიკრდზალოს,უბედურდება ოჯახები ხალხნო, იქ ხომ მანიაკდ ქცეული ახალგაზრდები დადიან

უსმინოტ ხალხს2013-07-09 20:26:20
ნუთუ შეიდზლება ამაზე ფიქრი ,გაუბედურდა ოჯახები....იქ ხომ დაავადებული, მანიაკად გადაქცეული ახალგაზრდები შედიან ,საქართველოში ამ ახალგაზრდების მშველელი ხომ არავინ არის.საქმეც იმაშია- ვინ ექაჩებაოოო ------ტვინი გამორეცხილი აქვთ,გონება არ აქვთ...თორემ ჭკუაზე მყოფი რომ არ უნდა შევიდეს კი ვიცით.ხალხი უსახლკაროდ არის დარჩენილი .ეს ახლგაზრდები ყველაფერს აკეთებენ რომ შევიდნენ და ითამაშონ.
ავად არინ და შველა უნდათ ნუთუ ეს არ შეიდზლება გაკეთდეს

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
თებერვალი 2018
თებერვალი 2018
თებერვალი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
ვალუტა ამინდი
USD2.4641
EUR3.0782
GBP3.4675
RUB4.3669
თბილისი 1°-8°
ქუთაისი 3°-9°
ბათუმი 6°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia