ჩინეთში სამი წლის ბავშვი, ჩჟაო
სიაო 60 კილოგრამს იწონის - ეს 5-ჯერ მეტი წონაა ნორმალური წონის ბავშვთან
შედარებით. მისი წონის გამო, ბავშვს საბავშვო ბაღში არ იღებენ. მშობლებსა და
აღმზრდელებს ეშინიათ, რომ ჩჟაოს წონა მას ბავშვებთან ნორმალურ ურთიერთობაში ხელს
შეუშლის.
ამასთანავე, აღმზრდელები აცხადებენ, რომ ჩჟაომ შესაძლოა თამაშის დროს
სხვა ბავშვები უბრალოდ გაჭყლიტოს. ბიჭუნას დედამ დახმარებისთვის ექიმს უკვე
მიმართა. ექიმებმა ბიჭუნასთვის სპეციალური დიეტა შექმნეს, რათა როგორმე მისი წონა
გააკონტროლონ.
კვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ბიჭუნას ჰორმონალური დარღვევა აქვს. ბიჭუნა
ასევე მის ასაკთან შედარებით ძალიან მაღალია. ექიმები შიშობენ, რომ ბიჭუნას
ორგანიზმმა შესაძლოა მსგავს დატვირთვას ვერ გაუძლოს.