თურქეთის პროვინცია ვანის დასახლებულ პუნქტ ბეშოლში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ CNN Turk-ი იტყობინება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პროვინცია ვანის ადმინისტრაციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ რეგიონული განყოფილების შენობა მდებარეობს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აფეთქება სწორედ მათ წინააღმდეგ იყო მიმართული.
როგორც თურქული მედია აღნიშნავს, პროვინცია ვანში აქტიურად მოქმედებს თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშაკთა პარტია“.