www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
12:02 04.05.2017
ემანუელ მაკრონი - მე პუტინის დიქტატს არ დავექვემდებარები
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მზად არის რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან რეგიონალური საკითხების გადასაჭრელად იმუშავოს. აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონმა გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებისას განაცხადა. 

„რაც შეეხება ბატონ პუტინს, ის რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის, კერძოდ, ეს შეეხება უკრაინაში კონფლიქტს, რომელშიც დეესკალაციას უნდა მივაღწიოთ, საჭიროა ამ კონფლიქტის თანმიმდევრული ნორმალიზება. ასევე სირიის საკითხზე პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავექვემდებარები პუტინის დიქტატს. ამაშია განსხვავება ჩემსა და ქალბატონ ლე პენის პროგრამებს შორის“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. 

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, სირიის საკითხთან დაკავშირებით მისთვის „ისლამისტურ ტერორიზმთან ბრძოლა“ პრიორიტეტული საკითხი იქნება. 

„გარდა ამისა, მე მსურს შეთანხმებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევა სირიის სააკითხზე, რომელშიც ყველა მხარე იქნება ჩართული. რუსეთი სამუშაო პარტნიორი იქნება ზოგიერთი რეგიონალური პრობლემის გადასაჭრელად, რომელთანაც მე დისკუსიას წარვმართავ, მაგრამ იმის გააზრებით, რომ ბევრ საკითხზე ჩვენ სხვადასხვა ღირებულებები და პრიორიტეტები გაგვაჩნია“, - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა. 

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ემანუელ მაკრონი აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებას აპირებს.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7268
EUR3.2176
GBP3.6097
RUB4.575
თბილისი 5°-17°
ქუთაისი 12°-21°
ბათუმი 13°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia