www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:20 23.11.2012
უბედური შემთხვევა თუ მაღალჩინოსნების დაუდევრობა - რატომ გარდაიცვალა ჯარისკაცი?
ლილიკო დარასელია

თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სასწავლო ცენტრში წვევამდელი მამედ გულუევი გარდაიცვალა. ის, ჯარში მხოლოდ სამი თვეა მსახურობდა. როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გულუევი შემოვლას აწარმოებდა, მოულოდნელად ჭურვს გადააწყდა და მის დაშლას შეეცადა. ჭურვი აფეთქდა და ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„დღეს, კრწანისის სასწავლო ცენტრში უბედური შემთხვევა მოხდა. სამსახურეობრივი მოვალეობის  შესრულების დროს, რიგითი მამედ გულუევი გარდაიცვალა. დღის 12.00 საათისთვის, წვევამდელი გულუევი პოლიგონზე  სამსახურეობრივ შემოვლას აწარმოებდა, როდესაც მან  საბრძოლო მასალა შენიშნა. 

წინასწარი მონაცემებით, ის ჭურვის დაშლას თვითნებურად შეეცადა. მის მიერ გამოჩენილი გაუფრთხილებლობის გამო ჭურვი მოქმედებაში მოვიდა და აფეთქდა. მამედ გულუევი ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი მივიდა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

რიგითი გულუევი სამი თვეა, რაც საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში მსახურობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას უცხადებს დაღუპულის ოჯახს“. - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

არის თუ არა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია სანდო?

სამხედრო ექსპერტთა აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება სრული სიმართლეა, უნდა დადგეს მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხი.

ექსპერტები თვლიან რომ აუცილებლად უნდა გაირკვეს: რა უნდოდა წვევამდელ, გამოუცდელ ჯარისკაცს იმ ადგილას, სადაც საბრძოლო მასალაა. რატომ არ იზრუნეს კრწანისის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელებმა უსაფრთხოების ნორმებზე? რატომ ეგდო ჭურვი იქ, სადაც არ მიმდინარეობდა სწავლება და რატომ ვერ შენიშნეს რიგითი, წვევამდელი მამედოვი სასწავლო ცენტრის ოფიცრებმა მაშინ, როცა ის, როგორც თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, ჭურვის დაშლას ცდილობდა? რატომ უნდა ეცადა გამოუცდელ, საბრძოლო მასალებში გაუთვიცნობიერებელ ჯარისკაცსს ჭურვის დაშლა?

ამ კითხვებზე პასუხი არ აქვთ თავდაცვის სამინისტროში. მათ მხოლოდ ერთი ფრაზა აქვთ დაზეპირებული და სწორედ ამ ტრაფარეტული ფრაზით იგერიებენ აბეზარ ჟურნალისტებს - „ყველაფერს გამოძიება გაარკვევვს“.

თუმცა, გამოძიებამ უკვე „გაარკვია“, რომ ჯარისკაცი მამედოვი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. რაღა საჭიროა გამოძიება, როცა ამ ფაქტს „უბედური შემთხვევა“ უწოდა თავდაცვის სამინისტრომაც?

წარმოიდგინეთ, ჯარისკაცის ცხედარი ჯერ გაციებულიც არ იყო, როცა ალასანიას უწყებიდან მისი გარდაცვალების ფაქტი მაშინვე „უბედურ შემთხვევად“ მონათლეს.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები კი, ჯერჯერობით კონფიდენციალურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჯარისკაცი მამედოვი არა უბედურ შემთხვევას, არამედ კრწანისის სასწავლო ცენტის ხელძღვანელების დაუდევრობასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევას შეეწირა.

ერთ-ერთი ვერსიით, კრწანისის სასწავლო ცენტრში გაისროლეს ჭურვი, რომელიც შემთხვევით მოხვდა წვევამდელ მამედოვს...  იგორ გიორგაძის გამოზრდილი მინისტრი ალასანია კი, ამ ფაქტს მალავს და წვევამდელის გარდაცვალებას უბედურ შემთხვევად ასაღებს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9568
EUR3.2566
GBP3.801
RUB4.5941
თბილისი 4°-13°
ქუთაისი 11°-23°
ბათუმი 12°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia