www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:30 28.11.2012
პრეზიდენტი: მთავრობის გადაყენება მართებული არ იქნება
დალი დვალი

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის დედაქალაქში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა. „კიევი ფანტასტიკური ქალაქია და ამ ფანტასტიკურ ქალაქში ერთხელ კგბ-მ დამაპატიმრა კიდეც“, - გაიხსენა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოსა და უკრაინის არჩევანზე საუბრისას სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყნების არჩევანი ევროინტეგრაციაა და ამ გეზს ვერავინ, ვერსდროს შეცვლის:

„საქართველოსა და უკრაინის ევროპული გზა არ არის რომელიმე ლიდერის ან პოლიტიკური ძალის ხედვა - ეს არის ჩვენი ერების იდენტურობა და ჩვენი ხალხის ძლიერი სურვილი. არც ერთ მთავრობას არ შეუძლია ამას წინააღმდეგობა გაუწიოს.

შემდგომი ტრანსფორმაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში პროგრესული ინტეგრირება არის ერთადერთი გზა, რომლის გავლითაც ჩვენს ქვეყნებს გარდარჩენა და ლაღად ცხოვრება შეუძლია ჩვენს რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში".

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შესაძლოა, „მისი გუნდის მიერ სამინისტროების დატოვება მოსკოვში ზოგიერთებს გაუხარდათ კიდეც“:

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა სათავეში მოიყვანა ახალი უმრალესობა და ახალი მთავრობა. ალბათ, ზოგიერთ ადამიანს მოსკოვში გაუხარდა ის, რომ ჩვენმა გუნდმა სამინისტროები დატოვა. მაგრამ მათ უნდა გაითავისონ, რომ დემოკრატიული განვითარება, ისევე, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ჩვენს რეგიონში სახიფათო უკუმოდელია თავიანთი ავტორიტარული მმართველობისთვის გრძელვადიანი თვალსაზრისით.

ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ის ფუნქციონალური დემოკრატიაა და მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს ამ საოცარი მიღწევის შემობრუნებას.

რა თქმა უნდა, ვწუხვარ, იმ მენტალიტეტის გამო - „გამარჯვებულს რჩება ყველაფერი", რომელსაც დღეს ჩვენ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ვხვდებით, მაგრამ ეს ახალგაზრდა დემოკრატიების საერთო ნაკლია. უფრო მეტიც: დაპატიმრებების ტალღა, შეტევები მედიაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მუდმივი შეურაცხყოფა...

თუმცა არ მგონია, რომ ვინმემ ჩემი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შემობრუნება შეეძლოს. ხალხმა იგემა თავისუფლება და წარმატება და ის არ მიიღებს ძველ სისტემაში დაბრუნებას.“

საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მისი თანაგუნდელების პასუხისგებაში მიცემის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თითქმის ყველას ერთი მუხლით განსჯა ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაა. მისივე თქმით, ასევე დაიკითხა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც "რეფორმები ნულიდან გაატარა":

"ყველა ერთი მუხლით განსაჯეს - ეს არის ხელისუფლების ბოროტად გამოყენება. მაგალითად, გაერთიანებული შტაბის უფროსს დევნიან იმიტომ, რომ მან ჯარისკაცს ყური აუწია, ხოლო სხვებს ყაზარმის გარშემო წელს ზემოთ შიშვლებს სირბილი უბრძანა. როდესაც მე უკრაინაში ვმსახურობდი, მეც დავრბოდი 10 კილომეტრ მანძილზე ამავე მდგომარეობაში, თუმცა ჩემი მეთაურებიდან ამისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური საკითხები დაპატიმრებების მეშვეობით უნდა გადაწყდეს, მე ასე არ ვფიქრობ. შეიძლება მთელი ოპოზიცია დააპატიმრო?! ასე ხომ ის არ შეწყვეტს არსებობას, როგორც ოპოზიცია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა დაამატა, რომ მთავრობის გადაყენებას არ გეგმავს: „ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული ასეთი რყევები და ცვლილებები. ჩვენ ეს საკითხი გადასაწყვეტად გადავეცით საზოგადოებას და დაე, საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა კიევში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8608
EUR3.2107
GBP3.5551
RUB4.5529
თბილისი 21°-33°
ქუთაისი 18°-30°
ბათუმი 20°-25°
მთავარი