www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:08 29.11.2012
თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის განცხადების პათოსს გაემიჯნა
დალი დვალი

კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ თინა ხიდაშელი პირველი და, შესაძლოა, უკანასკნელიცაა, ვინც კოალიციის ლიდერის პათოსს მკვეთრად გაემიჯნა. ამ შემთხვევაში საუბარია არა შიდა პოლიტიკურ პროცესებთან, არამედ სწორედ „ვაშინგტონ პოსტთან“ დაკავშირებული განცხადების პათოსზე: ვინ-ვინ და, თინა ხიდაშელმა ნამდვილად კარგად უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ქვეყნის პრემიერისგან მსოფლიოში წამყვანი გაზეთის სარედაქციო საბჭოს დადანაშაულება მიკერძოებულობაში.

ივანიშვილის განცხადების პათოსისგან გამიჯვნა რომ ნაკლებად თვალშისაცემი ყოფილიყო, თინა ხიდაშელმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საკმაოდ ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დაწვრილებით აღწერა, „რა იყო“ წინა ხელისუფლების დროს და „რა იქნება“ ახალი ხელისუფლების პირობებში. აქ პათოსი გარკვეული და შეფთან თანხვედრილია: სამართლიანობის აღდგენა, ხმაურიანი საქმეების გამოძიება, უარი ტოტალურ მოსმენებს და სხვა...

ალბათ, ბევრისთვის გასაგებია, რატომაც აღელვებს თინა ხიდაშელს ასე ძალიან მოსმენების თემა (სხვებისგან განსაკუთრებით გამორჩეულად აღელვებს, თორემ მოსმენების გამართლება არ შეიძლება), მაგრამ ამჯერად სხვა რამეზე გავამახვილოთ ყურადღება: თინა ხიდაშელის მიერ გამოქვეყნებული სტატუსის ბოლო ნაწილიდან განსაკუთრებით ყურადსაღები, ვფიქრობთ, მისი მესამე პუნქტია, მით უმეტეს, თუ ამ პუნქტში გამოხატულ პოზიციას ივანიშვილის მიერ „ვაშინგტონ პოსტთან“ დაკავშირებით გაკეთებულ საქმეებს შევადარებთ...

„მანიაკებისათვის კიდევ ერთელ განვმარტავ:

1. მათი ბელადისაგან განსხვავებით არ მგონია რომ ვაშინგტონ პოსტი პრავდაა, და მგონია რომ ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი გაზეთია;

2. ზუსტად ასე მეგონა იმ დროიდან როცა პირველად გავიგე მისი არსებობის შესახებ, ასე მეგონა ბოლო ერთი წლის მანძილზე და დღესაც ასე მგონია;

3. არ ვეთანხმები სტატიის არც პათოსს და არც შინაარსს, მაგრამ ამის გამო არ ვთვლი რომ პოსტის სარედაქციო კოლეგია მოსყიდულია, ან კრემლის ან კიდევ სხვა ვინმე უბედურების დავალებებს ასრულებს;

4. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას პოზიტიური უცხოური პრესა ქონდეს და ამაზე უნდა ვიმუშავოთ, მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ გარეთ და კომუნიკაციის ახალი არხები უნდა გაიჭრას სწრაფი და ეფექტური ურთიერთობების ასაწყობად, და არ და არა მხოლოდ მედიასთან;

P.S.

მაინტერსებს ეს ისევ ის ვაშინგტონ პოსტია მათ ბელადზე იმავე სარედაქციომ პუტინსა და ვაშინგტონს შორის არჩევანზე რომ დაწერა და პრავდად რომ გამოაცხადეს, თუ მე მეშლება რამე და რომელიმე სხვა გაზეთზეა საუბარი? :((((

შენიშვნა: სტატუსის სტილი დაცულია

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8555
EUR3.221
GBP3.5862
RUB4.5596
თბილისი 17°-30°
ქუთაისი 18°-28°
ბათუმი 19°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia