www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:59 06.12.2012
პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევანი ირაკლი ძნელაძეზე შეაჩერა (ვიდეო)
ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სფეროს უცვლელ პრიორიტეტად დაასახელა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ძნელაძე წარადგინა. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა და მას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძის კანდიდატურა ქვეყნის პირველ პირსა და თავდაცვის მინისტრს შორის ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე შეირჩა. ქვეყნის პირველმა პირმა ირაკლი ძნელაძეს მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, ამ თანამდებობაზე დანიშვნით, მას ძალზე საპასუხისმგებლო მისია ეკისრება. 

მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სფეროს განვითარების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით, არჩეული კურსი კვლავაც უნდა გაგრძელდეს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია, ისევე როგორც ქვეყნის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სფეროს უცვლელ პრიორიტეტად დაასახელა. ყურადღება მან სამხედრო რეფორმების გაგრძელების აუცილებლობის თაობაზეც გაამახვილა.

"როგორი მთავრობაც არ უნდა იყოს საქართველოში, როდესაც ხალხის მოწოდებაა კურსის გაგრძელება ნატო-სკენ და ქვეყნის დაცვისკენ - ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის ხელშეუხებელი და წმიდათა წმინდაა, შეიარაღებული ძალები პოლიტიკის მიღმა უნდა რჩებოდეს და მუდმივად უნდა ადგეს უწყვეტი განვითარების გზას. ასეთი იყო ჩემი კურსი ყოველთვის, პირველივე დღიდან და ლოგიკურად, ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9607
EUR3.2855
GBP3.6878
RUB4.6066
თბილისი 13°-25°
ქუთაისი 14°-23°
ბათუმი 18°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia