www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:59 10.01.2013
როგორ დაინაწილეს ივანიშვილის მთავრობის წევრებმა პრემიები
presa.ge
გასული წლის 12 დეკემბერს IDFI-მ 21 საჯარო დაწესებულებისგან გამოითხოვა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე და თანამშრომლებზე დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ. თუმცა პასუხი მხოლოდ 9 უწყებისგან მიიღო და ისიც არასრულად.

მოტივი, თუ რატომ უნდა დამალოს საჯარო უწყებამ პრემიების ოდენობა მარტივად ამოსაცნობია. პრემიებით საკუთარი თავის და ჩინოვნიკების დაჯილდოვების ტენდენცია გრძელდება, მეტიც, ასეთი საჩუქარი მინისტრის კაბინეტში შესვლისათანავე გაიკეთეს ივანიშვილის მთავრობის კაბინეტის წევრებმა და პრემიის გარეშე დატოვეს დანარჩენი თანამშრომლები.

IDFI-ის ინფორმაციით 21 უწყებიდან პრემიების შესახებ ინფორმაცია მიიღო: საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსგან.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული პრემიები ‘’პრესა.ჯი’’-მ უკვე გაგაცნოთ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პრემია ნოემბერში გამოიწერა, თანხამ 2 832 ლარი შეადგინა. 2 360-2 360 ლარი მიიღეს მისმა ორმა მოადგილემ, ხოლო მესამეს - 2176 ლარი ხვდა წილად. თანამშრომლებზე კი ნოემბრის თვეში 14 592 ლარის ოდენობით გაიცა პრემია.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაწყვიტა ინფორმაცია მხოლოდ დაჯამებული სახით, თანამდებობის პირების ვინაობისა და თვეების მითითების გარეშე გაეგზავნა, რომ მასში თითეული ჩინოვნიკის პრემიების ოდნობა არ გამჟღავნებულიყო. მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის დეკემბრამდე სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხულმა პრემიებმა სულ შეადგინა 469.512 ლარი, ხოლო თანამშრომლებზე პრემიების სახით სულ 725.840 ლარი გაიცა.

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტზე 2012 წლის 25 ოქტომბერს დანიშნულმა მინისტრმა კახაბერ საკანდელიძემ, ნოემბერის თვეში პრემიის სახით 708 ლარი მიიღო. ამავე თვეში თანამშრომლებზე გაიცა პრემია 3.732 ლარი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ნოემბრის თვეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში პრემიები არ გაცემულა.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ნოემბერში პრემიის სახით ჩაირიცხა 3.000 ლარი. 2000 ლარით დააჯილდოვა მოადგილე, 1800 ლარით სამი თანამდებობის პირი და პრემიის გარეშე დატოვა დანარჩენი თანამშრომლები.

გარემოს დაცვის სამინისტროს ნოემბრის თვეში პრემია არ მიუღია. მხოლოდ 550 ლარიანი პრემია მისცა მინისტრმა მის ორ მოადგილეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სრულყოფილი ინფორმაციის გაუცემლობა კონსტიტუციის 41-ე მუხლით ახსნა და ორგანიზაციას მხოლოდ დაჯამებული პრემიების ოდენობა გაუმხილა. როგორც ირკვევა, დავით ყიფიანმა თანამდებობის პირებზე ნოემბრის თვეში 22 300 ლარი გასცა, ხოლო რიგით თანამშრომლებზე გაცილებით ნაკლები - 12 600 ლარი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2020
ივლისი 2020
ივლისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD3.0465
EUR3.4221
GBP3.7947
RUB4.2811
თბილისი 20°-34°
ქუთაისი 20°-37°
ბათუმი 23°-28°
მთავარი