www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:10 19.02.2013
ევროკავშირის საბჭო "აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ დასკვნას აქვეყნებს

ევროკავშირის საბჭო აქვეყნებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ დასკვნას, რომელიც საბჭომ 18 თებერვალს ბრიუსელში მიიღო. დასკვნაში ნათქვამია, რომ საბჭო მოუთმენლად ელოდება 2013 წელს საქართველოში ,აზერბაიჯანსა და სომხეთში არჩევნების გამართვას.

"საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობას" საფუძვლად უდევს საერთაშორისო უფლებები და ფუნდამენტური ფასეულობები, მათ შორის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა, ისევე, როგორც საბაზრო ეკონომიკა, მდგრადი განვითარება და კარგი მმართველობა. 

ვილნიუსში გასამართ "აღმოსავლეთ პარტნიორობის~ სამიტამდე, საბჭო ხაზს უსვამს, რომ რეფორმის ტემპები განსაზღვრავს თანამშრომლობისა და პარტნიორობის ინტენსიურობას. რეფორმებში ყველაზე მეტად ჩართული ქვეყნები კი მეტ სარგებელს მიიღებენ ევროკავშირთან მათი ურთიერთობებისგან. ამ კონტექსტში, საბჭო მოუთმენლად ელის 2013 წელს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში არჩევნების გამართვას და ხაზს უზვამს მათი გამართვის მნიშვნელობას საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებით", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში.

საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ ევროსაბჭომ ყველა მხარეს მოუხმო მოლდოვასთან, საქართველოსა და სომხეთთან ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განვითარებისკენ, რათა სამიტისთვის ეს პროცესი უკვე ფინალურ ფაზაში იყოს.

"საქართველოსთან სავიზო დიალოგი სწრაფად პროგრესირდება და სამიტის ჩატარების დროისთვის, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მომავალში განხორციელება განხილვის საგანი უნდა იყოს", - აღნიშნულია დასკვნაში.

ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამამ (EაPიც) მოლდოვაში, სომხეთსა და საქართველოში რეფორმებისთვის უზრუნველყო დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, "ბევრი უფრო ბევრისთვის" პრინციპის შესაბამისად.

ინტერპრესნიუსი

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8647
EUR3.2024
GBP3.8341
RUB4.6032
თბილისი 2°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 7°-13°
მთავარი