www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:26 26.02.2013
პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სამსახურით სარგებლობაზე უარი განაცხადა
პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სამსახურით სარგებლობაზე უარი განაცხადა, -აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთნ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

,, პრეზიდენტის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის დაცვის სამსახურზე ხორციელდებოდა ზეწოლა. პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსს დაუნიშნეს ფარული თვალთვალი, რაც მალევე გამოვლინდა. სხვადასხვა სახის ზემოქმედების მცდელობები ხორციელდებოდა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებზეც. თავდაპირველად იყო მცდელობა ეს სამსახური მთლიანად დაექვემდებარებინათ მთავრობისთვის, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა შეემუშავებინათ და პარლამენტში შეეტანა კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაყოფის თობაზე.

ამ კანონის შემუშავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ დიმპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. თუმცა, უკვე კანონის მიღების შემდეგ მათ უარი განაცხადეს კანონის შესრულებაზე და დაიწყო ვაჭრობა იმის თაობაზე, თუ რა რესურსი უნდა მიეღო დაცვის სამსახურს. უკვე კანონის მიღების შემდეგ, დაცვის სამსახურის სანაცვლოდ, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემას ითხოვდნენ", -განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში პრეზიდენტის დაცვის სამსახურზე ზეწოლა ხორციელდებოდა. 

,, პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა რამენაირად უნდა იყოს კავშირში მის პირად საკითხებთან. პრეზიდენტი ვერანირად ვერ დააყენებს საკუთარ თავს კონსტიტუციის დონეზე და ვერ დათანხმდება საკონსტიტუციო ცვლილებების წარმართვას იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მისი პირადი უსაფრთხოება. ამიტომ, მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია, ახლა დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ, პრეზიდენტს პირობად უყენებს კონსტიტუციის შეცვლის საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტის სახელით, უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდეტი ამ პირობებში მხოლოდ ერთადერთ გამოსავლას ხედავს - მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. მინდა გაცნობოთ, რომ პრეზიდენტის დაცვის სპეციალური ღონისძიებები დღევნდელი დილიდან აღარ ხორციელდება. თუმცა ქვეყნის პირველ პირს ეს ხელს ვერ შეუშლის ვერც გადადგილებაში და ვერც, შესაბამისად, ხალხთან შეხვედრებში, რაც ბოლო კვირების განმავლობაში სისტემატიურად ხდებოდა. ქვეყნის პირველი პირი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ წლების განმავლობაში მასთან ერთად იყო და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-21°
ქუთაისი 9°-17°
ბათუმი 12°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia