www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:08 28.02.2013
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
"ჯი-ეიჩ-ენი"
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდეტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა შეხვედრის დეტალებსა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, კერძოდ, ყურადღება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ეს სარკინიგზო მაგისტრალი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და ის რეგიონალური თანამშრომლობის ასპექტში უნდა განვიხილოთ, რადგან მას გეოპოლიტიკური და სტრატეგიული დატვირთვა აქვს. მისი თქმით, აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და რეგიონის უსაფრთხოების გარანტია.

„არავის არ გაუკეთებია საქართველოსთვის იმდენი, რამდენიც აზერბაიჯანმა გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამსახურება, რაც ჩვენს ხალხს უკვე ჩვევად ექცა. მიხარია, რომ აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იყო ჩამოსული და მნიშვნელოვანია, რომ ისიც დარწმუნდეს ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სტრატეგიული, ნამდვილი გეოპოლიტიკური გადატრიალება, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ. ეს არის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, ბაქო-ლონდონის რკინიგზა.

ეს პროექტი რეალურად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე მიმდინარე წელს. ეს არის რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანისთვის და საქართველოსთვის არის ფანჯარა ევროპაში, ფანჯარა განვითარებისთვის და მართლაც ისტორიული შანსი, რომ საბოლოოდ გავიდეთ ევროპის კონტინენტზე, ისევე როგორც მნიშვნელოვანი შანსი - საქართველოს სხვადასხვა რეგიონების განვითარებისა. ამ რკინიგზის პროექტისთვის ნებისმიერი დაბრკოლების შექმნა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და გრძელვადიანი კატასტროფა იქნება. ამიტომ სრულად უნდა გამოვრიცხოთ, ამ პროექტის ეჭვქვეშ დაყენება და დღეს ნებისმიერი სხვა ალტერნატივის ამუშავებაზე ლაპარაკი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია. 

ეს მიმართული იქნება რეგიონალური თანამშრომლობისა და საქართველოს გრძელვადიანი ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენი გზა ევროპისკენ და ნატოსკენ დღეს ასევე გადის აზერბაიჯანთან და თურქეთთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაზე. ჩვენთვის ეს არის არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ გეოპოლიტიკური გზაც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს წლების განმავლობაში ედგა მხარში და არ არსებობს გარემოებები, რომლებიც ორი მოძმე ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას შეარყევს. მისი თქმით, თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც უნდა გაგრძელდეს, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველო კვლავ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პარტნიორად რჩება და რეგიონალური უსაფრთხოება სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებაზეა დამოკიდებული. მიმართვისას, მან საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ქვეყნის დინამიკურ განვითარებას მიუთითებს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად არაერთი პროექტი განხორციელდა და ამჟამადაც გრძელება. ეს პროექტები დადებითად იმოქმედებს რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და მის სტაბილურობაზე. ყარსი-ახალქალქის რკინიგზას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ისე აზერბაიჯანისთვის. ჩვენ ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ ვართ მეგობარი ქვეყნები. საქართველო დგას დინამიკური განვითარების გზაზე. თქვენს ქვეყანაში არაერთი რეფორმა განხორციელდა, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების მაჩვენებელია. ამ პროექტებს არა მხოლოდ დსთ-ის ქვეყნები სწავლობენ, არამედ თქვენს მაგალითს სხვა ქვეყნებიც იზიარებენ. ჩვენს ქვეყნებს შორის გახორციელებული პროექტები ხელს უწყობდა ჩვენი ქვეყნების განვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9738
EUR3.2902
GBP3.7027
RUB4.6406
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 17°-25°
მთავარი