www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:23 30.10.2012
სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა დასავლეთისკენ დაჟინებით იხედება, მაგრამ მტრული მეზობლებით არის გარშემორტყმული და მისი დამოუკიდებლობა იშვიათად ყოფილა ხელშეუხებელი.
ტონი ბარბერი

სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა დასავლეთისკენ დაჟინებით იხედება,  მაგრამ მტრული მეზობლებით არის გარშემორტყმული და მისი დამოუკიდებლობა იშვიათად ყოფილა ხელშეუხებელი.

ამ თვის საპარლამენტო არჩევნებში საქართველომ ვერ მიაღწია მოწიფული დემოკრატიის სტანდარტს. მიუხედავად ამისა, არჩევნებმა  ისეთი შედეგი გამოიღო, რომელიც ძნელი წარმოსადგენია საქართველოს მსგავს ქვეყნებში (საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად შექმნილ ქვეყნებში) – ოპოზიციამ გაიმარჯვა, და მთავრობამ შედეგი აღიარა.

არანაკლებ გასაოცარი იყო ის, თუ როგორ ხედავდნენ  საქართველოს ადგილს სააკაშვილი, რომლის პარტიამაც წააგო და გამარჯვებული მილიარდერი ბიზნესმენი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი. ამ ორ ადამიანს ერთმანეთი არ მოსწონს და არ ენდობა. მაგრამ ორივემ ხელახლა დაადასტურა, რომ  საქართველოს ევროატლანტიკური, წარმატებული, კანონზე დამყარებული დემოკრატიების თანამეგობრობაში ხედავენ. მთავარი განსხვავება მათ შორის არის არა საბოლოო მიზანი,  არამედ მასთან მისასვლელი გზები:  სააკაშვილი შესაძლოა რუსეთს ზედმეტად დაუპირისპირდეს, ხოლო ივანიშვილი შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხში კომპრომისებზე წავიდეს.

დონალდ რეიფილდის შთამბეჭდავი ნაშრომი, „იმპერიების ზღვარი“ (Edge of Empires), იმის გაცნობიერებაში დაგვეხმარება, თუ რატომ ილტვის ასე დაჟინებით დასავლეთისკენ სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა, რომელიც მტრულად განწყობილი და არასტაბილური მეზობლებითაა გარემოცული და რომლის მოსახლეობა 4.6 მილიონია. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მე-20 საუკუნემდე, გარე ინტერვენციებმა და შიდა დაყოფამ არაერთხელ  შეუშალა ხელი საქართველოს ოცნებას, რომ  უფრო დიდი არადასავლური ქვეყნების დამთრგუნველი მმართველობა მოეცილებინა და სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო აეშენებინა. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად არის აღიარებული მთელ მსოფლიოში, მაგრამ შიდა არეულობებმა და რუსეთის მიერ ხანმოკლე, მაგრამ სასტიკ კონფლიქტში ქვეყნის ნაწილობრივმა დაშლამ ზიანი მიაყენა თავისუფლების 20-წლიან გამოცდილებას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლურ ენებზე საქართველოს ისტორიის ყოვლისმომცველი კვლევები მწირი და იშვიათი იყო. ბრიტანელმა მეცნიერმა დევიდ მარშალ ლანგმა 1962 წელს გამოაქვეყნა „საქართველოს თანამედროვე ისტორია“ (A Modern History of Georgia), მაგრამ ახლა ამ ნაშრომის ის ნაწილი, რომელიც მეფის რუსეთის ბოლო პერიოდს და კომუნისტური მმართველობის პირველ ათწლეულებს ეხება, მოძველებული ჩანს. 1994 წელს რონალდ გრიგორ სუნის „ქართული სახელმწფოს ჩამოყალიბება“ (The Making of the Georgian Nation) გამოიცა; ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის ეს ნაშრომი დღემდე იყიდება. რეიფილდი, ემერიტუს პროფესორი ლონდონის უნივერსიტეტიდან, ქართული ლიტერატურის ისტორიის ავტორი და ქართულ-ინგლისური ლექსიკონის რედაქტორია. „იმპერიების ზღვარი“ (Edge of Empires), რომელიც მოიცავს პრეისტორიიდან დღემდე პერიოდს, საქართველოს ისტორიაზე დაწერილი ყველაზე ყოვლისმომცველი და სარწმუნო წიგნია.

წიგნის რამდენიმე უაღრესად საინტერესო თავი ეთმობა საქართველოს შუა საუკუნეების დიდებულ ხანას, რომელიც დავით აღმაშენებლის მეფობის წლებით (1089-1125) იწყება. ქვეყნის უდიდესმა მონარქმა, დავითმა „გააერთიანა სამეფო და განდევნა ყველა მომხვდური, შექმნა ეფექტური სამოქალაქო ადმინისტრაცია, ჯარი, სასამართლო სისტემა, ეკლესია, ფეოდალური იერარქია და საერო კულტურა, და მომდევნო საუკუნისთვის საქართველო რეგიონის ძლევამოსილ ქვეყნად აქცია“.

მართალია, საქართველომ ქრისტიანობა მე-4 საუკუნის დასაწყისში მიიღო, მაგრამ ცოტა რამის გაკეთება თუ შეძლო გეოპოლიტიკური სისუსტის დასაძლევად. დასაბამიდან, საქართველო არსებობდა მსოფლიოს განსაკუთრებით საშიშ და ბევრისთვის სასურველ ნაწილში. ერთიმეორის მიყოლებით, ძველი ბერძნები, არაბები, მონღოლები, თურქ-ოსმალები, სპარსელები და რუსები (უკანასკნელნი უკვე საბჭოთა ეპოქაშიც) იპყრობდნენ ან ცდილობდნენ კონტროლის ქვეშ მოექციათ ქვეყანა. ეს იწვევდა საქართველოს მოქიშპე ეთნიკურ ჯგუფებსა და პოლიტიკურ კლანებს შორის დაპირისპირებას; ამ პრაქტიკას პოსტკომუნისტურ ეპოქაშიც იყენებდნენ – რუსეთი მხარს უმაგრებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებს თბილისის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.

საქართველოს ისტორიული გამოცდილება განსხვავდება სხვა პატარა ქვეყნებისაგან, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებისა და ფინეთისგან, რომლებიც რუსული ან საბჭოთა მმართველობის ქვეშ მოექცნენ, მაგრამ  სრული გათავისუფლება მოახერხეს. საქართველო მეფის რუსეთის იმპერიამ 1801 წელს შეიერთა, მისი სამეფო ოჯახი რუსეთში გადაასახლეს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქართული ენა რუსულით შეიცვალა. თავისუფლების შესაძლებლობა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გაჩნდა, როდესაც მეფე ჩამოაგდეს. მაგრამ 1918 წლის მაისში გამოცხადებული დამოუკიდებლობა ქართველებმა მხოლოდ სამი წლით შეინარჩუნეს.

რეიფილდი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ვლადიმერ ლენინმა ბალტიისპირელებს და ფინელებს საშუალება მისცა თავისი გზით წასულიყვნენ, მსგავსი შემწყნარებლობა საქართველოს მიმართ არ გამოუჩენია. დაპყრობის იმპულსი ძლიერი იყო მოსკოვში მოქმედ ბოლშევიკებსა და ისეთ აგრესიულ ქართველ ამხანაგებს შორის, როგორებიც იყვნენ იოსებ სტალინი და სერგო ორჯონიკიძე. კრემლს ბაქოს ნავთობის საბადოების გამო აზერბაიჯანის თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევა სურდა. სომხეთს და საქართველოსაც იგივე ბედი უნდა გაეზიარებინათ. საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად თავი არ შეუწუხებიათ დასავლეთის მთავრობებს, რომლებიც იმედგაცრუებულები იყვნენ თავიანთი არაეფექტური ჩარევით რუსეთის სამოქალაქო ომში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ავტორი წიგნისა „სტალინი და მისი ჯალათები“ (Stalin and his Hangmen (2004), რომელმაც დიქტატორის საიდუმლო პოლიციის უფროსების პორტრეტები აღწერა, რეიფილდი, შესანიშნავად გადმოსცემს საქართველოს ისტორიას შეუბრალებელი ლავრენტი ბერიას დროს. წარმოშობით მეგრელი დასავლეთ საქართველოდან, ბერია იყო ფსიქოპათი და სექსუალური მოძალადე, რომელიც მის მსხვერპლთა ქმრებსა და საყვარლებს კლავდა და  ათეულ ათასობით ქართველის დაპატიმრებისა და სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. 1936 წელს მან სომხეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი თავისთან სამსახურში მიიპატიჟა და მოკლა. მან მოწამლა აფხაზეთის ლიდერი და პირადად დააბრმავა და დააყრუა ევგენი მიქელაძე, საქართველოს წამყვანი დირიჟორი, სანამ მას სიკვდილით დასჯიდა.

ბერია 1953 წელს, სტალინის მმართველობის დასრულების შემდგომ სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვმა 1956 წელს პარტიის ყრილობაზე დაგმო სტალინის მიერ ჩადენილი დანაშაულები, ქართველებმა მისი გამოსვლა რუსული კოლონიური ჩაგვრის გამოვლინებად მიიჩნიეს და ამბოხებულები ქუჩებში გამოვიდნენ. 150 ადამიანი მოკლეს და ასეულობით დაიჭრა. რეიფილდის დაკვირვებით, ეს იყო მომენტი, როდესაც ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს პირველმა  პრეზიდენტმა, რომელიც 1991 წელს აირჩიეს, და სხვა მეამბოხეებმა კავშირი გაწყვიტეს საბჭოთა სისტემასთან. „ქართული დისიდენტური მოძრაობა ცეცხლში მოინათლა“, წერს რეიფილდი.

მსგავსმა ძალადობამ განაწყო ქართველი ხალხი კომუნიზმის წინააღმდეგ 1989 წელსაც. საბჭოთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარისო ნაწილებმა დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსულ დემონსტრანტებს ბასრი ნიჩბებითა და გაზის პისტოლეტებით შეუტიეს და 21 ადამიანი მოკლეს. დამოუკიდებლობა ხელახლა იქნა მოპოვებული 1991 წელს, მაგრამ საქართველო უკანონობის, მძვინვარე ჩინოვნიკური კორუფციისა და ეთნიკური დაძაბულობის ხანგრძლივ ხანაში ჩავარდა. რეიფილდს საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და შემდგომში საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიტყვები მოჰყავს. მან ეს სიტყვები 2003 წელს წარმოთქვა, მანამდე სანამ სააკაშვილის „ვარდების რევოლუცია“ მას თანამდებობიდან გადააყენებდა: „რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ? ჩვენ არშემდგარი სახელმწიფო ვართ“.

შესაძლოა ეს სიტყვები ზედმეტად პესიმისტური იყო: ბოლო ცხრა წლის მანძილზე ნამდვილი სოციალური და ეკონომიკური პროგრესი განხორციელდა. თუმცა, 2008 წლის ომის შედეგი კატასტროფული იყო: რუსეთმა კონტროლი დაამყარა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, და სააკაშვილზე გაბრაზებულმა დასავლეთის მთავრობებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების ყველა შესაძლებლობა გაყინეს. რეიფილდის ისტორია შესანიშნავი საწყისია იმ მკითხველებისათვის, რომლებიც საკუთარ თავს შემდეგ კითხვას დაუსვამენ – რა ბედი ელის საქართველოს მომავალში.

წყარო: foreignpress.ge

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9573
EUR3.2796
GBP3.8826
RUB4.6333
თბილისი -1°-7°
ქუთაისი 1°-12°
ბათუმი 3°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia