www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:33 12.03.2013
რიჩარდ ნორლანდი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ძალზე ღირებულია
interpressnews
ვენეციის კომისია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოა, რომლის რეკომენდაციებიც ძალზე ღირებული და წონიანია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.

აღნიშნულ კონტექსტში ამერიკელი დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მიმართებაში "კომპრომისზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული".

"ვენეციის კომისიის რეკომენდაციები პირადად არ წამიკითხავს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც უკავშირდება საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების უზრუნველყოფას. ვენეციის კომისია არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანო, რომლის რეკომენდაციებიც ძალზე ღირებული და წონიანია. რამდენადაც ვიცი, ორივე მხარე სწავლობს რეკომენდაციებს და იმედია მოხდება კომპრომისზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლო დამოუკიდებლობის წინ წაწევას", - განაცხადა ნორლანდმა.

ამასთან, მან მცირე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა არის დავით უსუფაშვილისთვის კარგი შესაძლებლობა, მათ არჩევნების შემდგომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააცნოს.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9466
EUR3.269
GBP3.8683
RUB4.6218
თბილისი -1°-10°
ქუთაისი 2°-12°
ბათუმი 6°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia