www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:38 12.03.2013
ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, იუსტიციის საბჭოს წევრებს მანდატის დასრულების საშუალება მიეცეთ
interpressnews

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება, ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ წევრებს მიეცეთ თავიანთი მანდატის დასრულების საშუალება.

თუმცა, შესაძლებელია, გარდამავალი ზომების მიღება, რომელიც დააახლოებს მოქმედ შემადგენლობას საბჭოს დაკომპლექტების მომავალ მეთოდებთან.

მაგალითად, იმის დანერგვა, რომ სასამართლოების მოქმედი თავმჯდომარეები უნდა გადადგნენ ამ პოზიციებიდან იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში დარჩნენ. მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩევის ნაცვლად, ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშვნის პროცედურის აღმოფხვრაც შესაძლოა, განხორციელდეს მოსამართლეთა კონფერენციის შეთანხმებით, რომ დაამტკიცონ ეს დანიშვნები. ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული. 

როგორც კომისიის დასკვნაში წერია, კანონპროექტის თანახმად, ახალი კანონის ძალაში შესვლისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარდა შეწყვეტილია.

"ვენეციის კომისიის საქართველოში ვიზიტისას გახდა ცნობილი, ამ ზომების მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მოქმედ აღმასრულებელ საბჭოში იმდენი ნაკლოვანებაა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი იურიდიული რეფორმა, რომელიც შეიძლება გატარდეს, უნდა მოხდეს საბჭოს შემადგენლობის სრული შეცვლით. კომისია აღნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს მნიშვნელოვანი ფუნქციაა, დაიცვას მოსამართლეები პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამიტომ, შეუსაბამო იქნება იუსტიციის საბჭოს სრულად განახლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ორგანული კანონი უფლებამისილების ოთხწლიან ვადას განსაზღვრავს. ამ პირობას არ აქვს კონსტიტუციური საფუძველი. მოქმედი კანონი, ისევე როგორც, ცვლილებების პროექტი, განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის მანდატის ვადამდელი შეწყვეტის საფუძვლებს. თუმცა, არც ერთი მათგანი არ მოიცავს ნორმებს, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მანდატი უნდა შეწყდეს, როდესაც დანიშვნის პრეცედურა იცვლება",-აღნიშნულია დასკვნაში. 

ვენეციის კომისიის აზრით, საკუთარი იურიდიული უფლების გამოყენებისას, მართლმსაჯულების სამომავლო დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების განსაზღვრაში პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას. საბჭოს ყველა წევრის ვადაზე ადრე შეცვლა შექმნის პრეცედენტს ყოველი მორიგი მთავრობისთვის ან ნებისმიერი ახალი პარლამენტისთვის, რომელიც არ ამართლებს საბჭოს არსებულ შემადგენლობას, რომ ნაადრევად შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება და ჩაანაცვლოს ახალი საბჭოთი. ბევრ შემთხვევაში ასეთი სწრაფი ცვლილება აღძრავს ეჭვს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან არის მიზანი, რომ გავლენა მოახდინონ იმ საქმეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ საქართველოში მომლოდინე რეჟიმში მყოფი საქმეები არ არსებობს, ასეთი ცვლილებები მაინც წუხილს აღძრავს.

კომისია აღნიშნავს, რომ "კანონის უზენაესობასთან შესაბამისობა არ შეიძლება შეიზღუდოს იმ დონემდე, რომ კონსტიტუციის მხოლოდ ფორმალური და გარეგანი ნორმების შესრულდეს. ასევე, ეს განსაზღვრავს კონსტიტუციურ ქცევასა და პრაქტიკას, რომელიც აადვილებს ფორმალურ წესებთან შესაბამისობას ყველა კონსტიტუციურ ორგანოს და მათ შორის ურთიერთპატივისცემას.

კომისია კარგად იაზრებს იმ დილემას, რომლის წინაშეც საქართველოს ხელისუფლება დგას. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება, ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ წევრებს მიეცეთ თავიანთი მანდატის დასრულების საშუალება. თუმცა, შესაძლებელია, გარდამავალი ზომების მიღება, რომელიც დააახლოებს მოქმედ შემადგენლობას საბჭოს დაკომპლექტების მომავალ მეთოდებთან. მაგალითად, იმის დანერგვა, რომ სასამართლოების მოქმედი თავმჯდომარეები უნდა გადადგნენ ამ პოზიციებიდან იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში დარჩნენ. მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩევის ნაცვლად, ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშვნის პროცედურის აღმოფხვრაც შესაძლოა, განხორციელდეს მოსამართლეთა კონფერენციის შეთანხმებით, რომ დაამტკიცონ ეს დანიშვნები".

ვენეციის კომისიის დასკვნა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ დღეს გახდა საჯარო.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9738
EUR3.2902
GBP3.7027
RUB4.6406
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 17°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia