www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:19 02.11.2012
რამ შეაშინა სუბარი?
სუბარი სკამს მოეჭიდა
ნიკა იაშვილი
სასჯელაღსრულების მინისტრ სუბარსა და რუსთავის მე-16 კოლონიის დირექტორ აბურჯაიას შორის პირველი ინციდენტი მოხდა. მას შემდეგ, რაც სუბარმა, თავისივე დანიშნულ აბურჯანიას უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერა, ციხის დირექტორმა პროტესტის ნიშნად „სისტემა“ დატოვა და განაცხადა რომ „შეურაცხყოფილია“...

აბურჯანიას, პატიმართა ახლობლები მსჯავრდებულთა ცემა-ტყეპაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდნენ როგორც კოლონიის დირექტორი, ისე მინისტრი სუბარიც. 

მეტიც, სუბარი ამტკიცებდა, რომ „არ მოხნის აბურჯანიას, რადგან ის პატიოსანი კაცია“... მინისტრი, აბურჯანიას წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტს ე.წ. ზონის „მაყურებლების“ მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებდა. 

თუმცა, როცა პატიმართა ახლობლებმა უკვე მისი კრიტიკაც დაიწყეს და პროტესტმა შედარებით მწვავე ხასიათი მიიღო, რამდენიმე დღეში, სუბარმა პოზიცია შეცვალა და აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერა. 

„სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციამ,  მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო.

მინისტრის გადაწყვეტილებით,  გენერალური ინსპექციის მიერ საკითხის საბოლოო შესწავლამდე, უფლებამოსილება შეუჩერდა რუსთავის მე-16  ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს, ლევან აბურჯანიას“,- ნათქვამია სუბარის სამინისტროს განცხადებაში.

ამ განცხადებამდე, აბურჯანიას სუბარის იმედი ჰქონდა. ის, ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა. თუმცა, როგორც კი მან სუბარის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, გაბრაზებულმა, „ინტერპრესნიუსს“ აი, ეს განუცხადა...

"საკმაოდ შეურაცხყოფილი ვარ იმის გამო, რომ დაუცველი ვარ. კრიმინალებმა დამაყენეს მტკიცების რეჟიმში. თურმე კრიმინალების აზრს უფრო ღებულობენ. 17 წელია პოლიციაში ვმუშაობდი, მსგავსი რამ არ მინახავს. 

მითხრეს, გამოძიების ბოლომდე გიჩერდება უფლებამოსილებაო. ჩემთვის ეს თანამდებობა და სკამი მნიშვნელოვანი არ არის და დავწერე პატაკი სისტემიდან წასვლის შესახებ. 

აშკარაა, რომ სასჯელაღსრულების თანამშრომელი პატიმრის წინაშე დაუცველია. ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი ის იყო, რომ თანამშრომელი ექიმები შემოდიოდნენ, მეუბნებოდნენ - მოგვდევენ, გვაგინებენ და პანჩურს გვირტყამენო და მე მათ ვერ ვიცავდი"...

აბურჯანია, არაოფიციალურ საუბრებში აცხადებს, რომ მინიტრი სუბარი სკამს მოეჭიდა. „შეეშინდა პატიმართა ახლობლებს მის წინააღმდეგ არ დაეწყოთ მიტინგი, მაგრამ ამ მოქმედებით, მან ზურგი აქცია სასჯელაღსრულების სხვა თანამშრომლებსაც“.

"მეუბნებოდნენ - მოგვდევენ, გვაგინებენ და პანჩურს გვირტყამენო"
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 13°-23°
ქუთაისი 13°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი