ორპარტიულობის უცნაური, ახალი
სამყაროს შეცნობის გზაზე, საქართველოს ქვეყნის მმართველ ძალათა ბრძოლა უკვე საკლასო
ოთახშიც შევიდა - ასე იწყება სტატია, ინტერნეტგამოცემა
Eurasianet.org -ის საიტზე. წერილში საუბარია თუ როგორ გადაიქცა
აგრარული უნივერსიტეტი პრემიერისა და პრეზიდენტის ნაკლებად კოჰაბიტაციური
ურთიერთობების ახალ ბრძოლის ველად, სადაც ივანიშვილის განათლების სისტემის
ჩინოვნიკებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს, სწავლების ხარისხიდან დაწყებული,
მსუქანი ლიბერტარიანელი მმართველის ჩათვლით. (ავტორი კახა ბენდუქიძის სიტყვების
ინტერპრეტაციას აკეთებს, რომელმაც განაცხადა: რომ უნივერსიტეტს აქვს ერთი დიდი
მსუქანი 147 კილოიანი ხარვეზი და ეს მე ვარო).
„სამეთვალყურეო საბჭოს
ხელმძღვანელმა სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდა და მათაც პედაგოგის მოწოდება ისე
აიტაცეს, გამეორება არ დაჭირვებიათ -აგრძელებს ავტორი, დებატები გრძელდება,
სტუდენტები და მათი მხარდამჭერები გამოსვლებს აგრძელებენ, ივანიშვილი თვლის რომ „საქმე
გაბერილია“, სააკაშვილი კი ამბობს, რომ სტუდენტთა მომავალი საფრთხეშია“...
განათლების მინისტრი გიორგი
მარგველაშვილი კი საზოგადოებას ამშვიდებს, როგორც კი უნივერსიტეტი ხარვეზებს
გაასწორებს, აკრედიტაციასაც დაიბრუნებს.
ავტორი თვლის, რომ ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის
აკრედიტაციის გაუქმებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა... ივანიშვილის მთავრობის
კამპანიას, სააკაშვილის ერთგული ჩინოვნიკების წარსულ ქმედებებთან მიმართებაში
ქართველი საზოგადოება წამახალისებელი ოვაციებით შეხვდა, უნივერსიტეტის პრობლემამ
კი ახალი მთავრობის ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერთა მოტივაციაც კი დააპაუზა.
„და თუ საუნივერსიტეტო ბრძოლა
შიდაპოლიტიკური კონფლიქტის შედეგი აღმოჩნდება, საქართველო კოჰაბიტაციის კურსის კრახისთვის
F-s (ანუ ორიანს) დაიმსახურებს“ - წერს ავტორი.