www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:35 22.03.2013
ივანიშვილის პარაშუტები ოპოზიციას და მათგან მარილმოუყრელი მადლი

საქართველოს პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებული ხელის გადაგრეხვის პროცედურების პირველი ეტაპი  დასრულდა.  უმრავლესობა იძულებული გახდა გაეთვალისწინებინა უმცირესობის მოთხოვნა სარეიტინგო კენჭისყრაზე, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე, ცვლილებების პროექტი ჩავარდებოდა. საკონსტიტუციო ინიციატივა პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკითხზე პირველი მოსმენით გავიდა - 135 ხმა არც ერთის წინააღმდეგ.

კენჭისყრის შედეგებს დეპუტატები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ  ხალხს გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და განაცხადა: ,,მიუხედავად განსხვავებებისა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფორმით, რომელმაც ერთის მხრივ, დააფიქსირა რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა და ოპოზიციის გადაწყვეტილების გარეშე მიღებული ვერ იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილება, მეორე მხრივ, ეს იყო ის ფორმა, რომელმაც გამოაჩინა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე შეგვიძლია საერთო ენის გამონახვა“

"დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არასოდეს დავნებდებით შანტაჟს და ზეწოლას. ასევე დავამტკიცეთ, რომ ყოველთვის ვიქნებით მზად შეთანხმებისთვის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ერისა და ევროპული მომავლის საკეთილდღეოდ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მმართველი ძალა  საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორ ძალას შორის შეთანხმების მიღწევას მიესალმება.

 ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს  საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს.

აი,  პრემიერი კი, როგორც ჩანს, ყველაფრით კმაყოფილი არ არის, ვინაიდან მისი შეფასებით მიღწეულს ოპოზიციის მიერ მოყრილი მარილი აკლია. მისივე გამოსვლიდან მთავრობის სხდომაზე ირკვევა, რომ  პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს  მისი სურვილის მიუხედავად ოპოზიციის „ახირებაზე“ მხარდაჭერა ტელეფონზე საუბრისას აიძულა.

 ივანიშვილი  განმარტავს, „ რატომ დავრეკე მე და შევცვალეთ პოზიცია: უფრო კარგი იქნებოდა პოლიტიკურად, რომ არ დამერეკა. ადამიანურად ჯობდა არ დაგვეშვა გამონაკლისი, რადგან ძალიან დაბალი ალბათობა იყო, რომ ეს ჩავარდნილიყო. საზოგადოებისთვის ეს არ იყო საშიში, მაგრამ "ნაცმოძრაობა" დარჩებოდა საზოგადოების მიღმა, რისი სურვილიც არ გამაჩნდა და არ გამაჩნია დღესაც. ამიტომ ვურჩიე უსუფაშვილს: ჯობია, დავუთმოთ ამ ახირებაზე. შედეგად მივიღეთ ის, რაც გვინდოდა“.  პრემიერ მინისტრი მიიჩნევს რომ მან ამით სამსახური თვით ნაცინალურ მოძრაობას გაუწია და ამბობს: „ არსებობდა პატარა საფრთხე რომ ნაციონალური მოძრაობა გადაჩეხილიყო, რაც მე არ  დავუშვი. ვურჩიე უსუფაშვილს და მან ეს გაითვალისწინა, თუ უფსკრულისკენ გადაწყვეტდნენ, პარაშუტები მივეცით და დაეშვნენ“.

პარლამენტის პლენარული სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვით დაიწყო. პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე წარადგენს. 

როგორც სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, გადაწყდა, რომ ორშაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომლის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტს დღესვე მიმართავს.

 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-35°
ქუთაისი 21°-29°
ბათუმი 22°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia