www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:51 26.03.2013
მიხეილ სააკაშვილი: "ბათუმს ზღვისგან წაღების საფრთხე ემუქრება"

მას შემდეგ, რაც პრემიერმა გორის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ადგილზე სტუმრობისას აშენება და დამშვენება დაჰპირდა, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ახლა "ბათუმს შველა სჭირდება" და აჭარას ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ახალი ბულვარი დაათვალიერა. პრეზიდენტი ბათუმის მერ ჯემალ ანანიძესთან ერთად სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს გაესაუბრა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. დაპირებით ვერაფერს დაპირდა, თუმცა შეჩერებულ პროექტებზე კვლავ გაამახვილა ყურადღება და გულისტკივილით აღნიშნა, რომ  50-მილიონ დოლარიანი პროექტი, რომელზეც აზიის ბანკთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა და სანაპირო ზოლის გამაგრებას ითვალისწინებდა, შეჩერებულია. 

მიხეილ სააკაშვილმა დაპირებული ოქროს ქვიშებიც გაიხსენა და განმარტა, თუ რატომ იყო ეს პროექტი მნიშვნელოვანი: "ნაპირსამაგრი სამუშაოები ყველა სწრაფადგანვითარებულ ქალაქში არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვამზადეთ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, პირადად ველაპარაკე აზიის ბანკის ხელმძღვანელობას, რათა ნაპირსამაგრი სამუშაოები საბოლოოდ დასრულებულიყო ბათუმში. მერე ვიღაცეებმა თქვეს ძალიან გაუგებრად, რომ თითქოს ეს დაკავშირებული იყო ოქროს ქვიშის პროექტთან. ოქროს ქვიშა ეს ისეთი რაღაცაა, ოქროს ქვიშას ან დაყრი, ან არ დაყრი, იმის მიხედვით, მერე როგორ ხასიათზე იქნები. ოქროს ქვიშა, პრაქტიკულად, არაფერი არ ჯდება. პროექტი იყო სანაპიროს შემოფარგვლა, რომ სანაპირო წყლისაგან დაცული იყოს, მერე შიგნით გინდ ქვიშა დაყარე და გინდ სხვა. ვინაიდან ქვიშა ვახსენეთ, ვიღაცამ თქვა, აი, სააკაშვილს ოქროს ქვიშა უნდა, ეს სააკაშვილის მორიგი ახირებაა? მოდი ახლა ეს პროექტი მთლიანად გავაჩეროთ. ჯერჯერობით, ეს პროექტი არის ჩაკარგული. იმედი მაქვს, რომ ეს არის გაუგებრობა იმიტომ, რომ ეს პროექტი არის ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ოქროს ქვიშა. ეს პროექტი არის, რომ წყალმა არ წაიღოს ბათუმი. ყველამ ვიცით, რომ ეს პროექტი შეჩერდა, რომ ეჭვის თვალით უყურებენ ჩემს ჯინაზე. დაივიწყეთ ჩემი არსებობა, ამ შტორმმა გაგვახსენოს ყველას, რომ ამ ქალაქს ემუქრება ზღვისგან წაღების საფრთხე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

 საქართველოს პრეზიდენტი დაზიანებული ახალი ბულვარის დაათვალიერების შემდეგ  წერეთლის ქუჩაზე ძლიერი ქარის მიერ დაზარალებულ მოსახლეობას ესტუმრა. ელგუჯა სიხარულიძის ოჯახი, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა დაახლოებით 2 საუკუნის დროინდელ, ავარიულ სახლში ცხოვრობს, სადაც  სტიქიის შედეგად სახურავიდან წყალი ჩამოდის, 6-სულიან ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. მიხეილ სააკაშვილი დახმარებას მათ პრეზიდენტის ფონდიდან დაჰპირდა და განაცხადა:

"ეს კვარტალი მთლიანად უნდა გადასახლდეს, მაგრამ ამისათვის, უპირველესად, საჭიროა, რომ ბათუმს ბიუჯეტი აღუდგეს. ბარაკების აღების პროგრამას მთლიანად 80 მილიონი სჭირდება და თუკი ბათუმის ბიუჯეტს დაუბრუნდება ის 120 მილიონი ლარი, რომელიც მოაკლეს, შესაძლებელი გახდება ამ პროგრამისთვის თანხის გამოყოფა და ბარაკების პრობლემა საერთოდ აღარ გვექნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ბინათმშენებლობას. მთავარია ახლა ბათუმის მერიამ ყველა დაზარალებულს უპოვოს ბინა და რასაც მერია ვერ გადაიხდის, მწირი შესაძლებლობის მიუხედავად, პრეზიდენტის ფონდიდან დავამატებთ".

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.7468
EUR3.0943
GBP3.4753
RUB4.27
თბილისი 19°-33°
ქუთაისი 19°-31°
ბათუმი 21°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia