www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:07 07.11.2012
გიგა ბოკერია ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
"ერთადერთი სამართლებრივი საკითხი, რომელმაც შესაძლოა ოდნავ შეამსუბუქოს ვითარება, არის ამ პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება"
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, 2008 წლის ომის გმირის, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძისა და მე-4 ბრიგადის მეთაურის დაკავებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა ეროვნული უშიშროების მდივანმა, გიგა ბოკერიამ. 

"ბაჩო ახალაიას, 2008 წლის ომის გმირის, გიორგი კალანდაძისა და მე-4 ბრიგადის მეთაურის დაკავება არის საგანგაშო სიგნალი! ერთადერთი სამართლებრივი საკითხი, რომელმაც შესაძლოა ოდნავ შეამსუბუქოს ვითარება, არის ამ პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება!",  - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

"სახეზეა ყველა ნიშანი პროკურატურის პოლიტ ამოცანისთვის გამოყენებისა, პოლიტ ანგარიშსწორებისა. კალანდაძის შემთხვევაში, ჩვენ სახეზე გვქონდა ღიად გაცხადებული ამოცანა ახალი მთავრობისა, რომ ის უნდა ჩანაცვლებულიყო ბატონი კაპანაძით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. 

ამაზე როცა უარი მიიღეს, ვნახეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის მეშვეობით მოხდა 2008 წლის გმირის ჩამოცილება და დაკავება. ბატონი ახალაის შემთხვევაში, ეს ადამიანი თვითონ ჩამოვიდა საქართველოში, თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში. 

არანაირი საფუძველი ამ ადამიანების დაკავებისა, არ არსებობდა. ამ ნაბიჯებმა საქართველოს უკვე მიაყენა დარტყმა ქვეყნის შიგნით - დემოკრატიული პროცესის თვალსაზრისით და ქვეყნის გარეთ - რეპუტაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მომავალი ნატოს სამიტის კონტექტსში. 

ვიმეორებ, ერთადერთი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეამსუბუქოს ბრალეულობა ახალი ხელსიუფლებისა, ოდნავ მაინც, ეს არის ყველა ამ პირის დაუყოვნებელი გათავისუფლება", აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.7468
EUR3.0943
GBP3.4753
RUB4.27
თბილისი 18°-32°
ქუთაისი 19°-35°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia