www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
04:56 30.03.2013
თინა ხიდაშელი "ლაზარეს" მიმართ "ცეცხლებს ყრის"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" წარმომადგენლებს,  და მათი უკან მდგომი ადამიანების ვინაობით ინტერესდება. "მგონი ვბრაზდები, მეგონა ასეთ ამბებზე აღარ ვრეაგირებდი, კიდევ კარგი, რომ თბილისში არ ვარ, მაგრამ დღეს ხომ ჩამოვალ, და ეს ლაშა ბერულავა მინდა გავიცნო და ვინმე არ დამეხმარებით? ისე არა მხოლოდ ბერულავა, თავად ეს "ლაზარე" გამომეხმაუროს, ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარები მინდა ამ დასახელების უკან მდგომი ადამიანების. ისე საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ. ძონძები, ძალიან ვარ გაბრაზებული. აი, ძალიან ძალიან ცეცხლებს რომ ყრის ისეთი სმაილიკი", - წერს "ფეისბუქზე" ხიდაშელი.

შეგახსენებთ რომ მოძრაობა ლაზარემ გუშინ განცხადება გაავრცელა: "მოძრაობა "ლაზარე" საყოველთაო სახალხო განგაშს ტეხს!

როგორც დაზუსტებული ინფორმაციით გვაცნობეს, 7 აპრილს- ხარება დღეს, უმრავლესობის დეპუტატისა და პარლამეტის თავმჯდომარის მეუღლის-თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით, სპორტის სასხლეში "იეღოველთა მსოფლიო კონგრესის" ჩატარება იგეგემებოდა. რამდენადაც მოძრაობა "ლაზარესთვის" ცნობილია- სპორტის სასახლის ადმისტრაცია ეწინააღმდგება ამ ღონისძიების ჩატარებას. ამდენად, მისი ჩატარება მარნეულში გადაწყდა.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" გამოთქვამს უკიდურეს აღშფოთებას და პროტეტს "რსპუბლიკური პარტიის" ლიდერის, თინა ხიდაშელის მიერ, ამ ინიციატივის გამო. თვლის, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას,( თუნდაც უმრავლესობით მოსულს) არა აქვს უფლება სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიისა და ქართველ ხალხთან შეთანხმების გარეშე მსგავსი ღონძიების ორგანიზების დაგეგმვისა. 7 აპრილს- ხარება დღეს ამ ღონისძიების დაგეგმვის მცდელობა კი, სხვა არაფერია, თუ არა "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან კიდევ ერთხელ, საქართველოს ისტორიული და ტრადიციული რელიგიის ხელყოფის მცდელობა; მართლმადიდებელი ქართველი ხალხის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი "იეღოვას მოწმეთა სექტის" აღზევების სურვილი!

მსგავსი ღონისძიებების დასაფინანსებლად კი, უცხოელი დონორებიც ალბათ მილიონებით დოლარებს გაიღებენ, რათა მერამდენედ სცადონ საქართველოში მართლმადიდებლური ცნობიერების საფუძვლების შერყევა. ვაცხადებთ პროტესტს, რომ უმრავლესობის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არ ნიშნავს "დემოკრატიული ფასეულობების" ერთგულებას! ეს მხოლოდამხოლოდ, ქართული სამოციქულო ეკლესიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ემსახურება!

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" პრესცენტრი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.2537
EUR3.8267
GBP4.1787
RUB4.285
თბილისი 15°-22°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 20°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia