www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:35 08.11.2012
რატომ დასცინიან წულუკიანს იუსტიციის სამინისტროში?
მასზე რამდენიმე ხუმრობაც კი შეიქმნა
ნინია არეშიძე
თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ირაკლი ალასანიას დაქვემდებარებული კადრი. წულუკიანი, პირველად, რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. მანამდე, მისი არსებობა მეგობრებმა და დიადი საბჭოთა სისტემის „უმწიკვლო“ მოსამართლის, საამაყო მამის კოლეგებმა თუ იცოდნენ. 

ირაკლი ალასანია - იგორ გიორგაძის პროტეჟე. შევარდნაძის ბნელი საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე. მას პანკისსა თუ საქართველოს სხვა კრიმინალურ რეგიონებში ნარკობიზნესთანაც აიგივებდნენ. ალასანიას ორი ახალგაზრდის მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ გარდაცვილის მშობლებიც... 

დიდი სამინისტროს პატარა დიასახლისი

მას შემდეგ, რაც ქალბატონმა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის სავარძელი მოირგო, ხმა გაუმკაცრდა, აგრესიული და „შემტევი“ გახდა. თუმცა, მისი მთელი ეს ყალბი ჟესტები სულაც არაა საკმარისი სამინისტროში ნდობის მოსაპოვებლად. 

იუსტიციის სამინისტროში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სისტემა იყო, მინისტრს უკვე დასცინიან. მასზე რამდენიმე ხუმრობაც კი შეიქმნა, რომლითაც იუსტიციის სამინისტროში თანამშრომლები „ჭიქა ყავაზე“ გატაცებით აჟღერებენ.  

წულუკიანს, გამინისტრების შემდეგ, ზურაბ ადეიშვილისა და სამინისტროს შესახებ რამდენიმე კომპლიმენტი დასცდა. მას, თავდაპირველად, მოსწონდა აწყობილი სისტემა, იუსტიციის სამინისტროს პროექტები, სამოქალაქო რეესტრის ეფექტურად მუშაობა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ „რაღაც“ არ უნდა მოსწონებოდა და გახდა ქალი კრიტიკულიც... 

მიუხედავად ამისა, „გოროზი“ ქალი, ალასანიას კადრების სამჭედლოდან, თანამშრომლებთან „მკაცრი იერით“ პოზირებს და ცდილობს შიში დათესოს იქ, სადაც საქმეს, ყველაზე კარგად აკეთებდნენ. 

წულუკიანი და კბილაშვილი... 

კბილაშვილი, საერთოდ, ცალკე თემაა... კაცი ერთნაირად წარმატებული ადვოკატი, პროკურორი და სექსოლოგია. თუმცა, მასაც აწუხებს ამბიციები და ეს, პირველ რიგში, პროკურატურის იუსტიციის სამინისტროდან გამოყოფაა. 

კბილაშვილი, ამ საკითხზე, კონფიდენციალურად ესაუბრა ივანიშვილს და სთხოვა წულუკიანის კლანჭებისგან გათავისუფლება (მერე ამ შეხვედრის დეტალები ადვოკატებს მოუყვა). 

ბიძინა თანახმა იყო. თანახმა იყო წულუკიანიც. თუმცა, როცა იგორ გიორგაძის ფავორიტმა ალასანიამ წულუკიანს რამდენიმე „საჭირო“ რჩევა მისცა, პროექტი - პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ, ჩავარდა...

P.S: პირველი უთანხმოება მოხდა შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შორისაც. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ როცა კბილაშვილმა ბაჩო ახალაია პოროკურატურაში დასაკითხად დაიბარა, განაცხადა, რომ საქმეს შს სამინისტრო იძიებდა.  

მოგვიანებით, „აღმოჩნდა“, რომ შს სამინისტრო არაფერ შუაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილმა, ახალაიასა და გენ-შტაბის მოქმედი უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის იდიოტური ბრალდებით დაკავებაში მონაწილეობა არ ისურვა. 

ასე შეეტენა კბილაშვილსა და წულუკიანს ბინძური საქმე, რომლის გამოც, წლების შემდეგ, შესაძლოა თავად გახდნენ გასაქცევი ან „ვირის აბანოს“ კლიენტები...

„გოროზი“ ქალი, ალასანიას კადრების სამჭედლოდან, თანამშრომლებთან „მკაცრი იერით“ პოზირებს და ცდილობს შიში დათესოს იქ, სადაც საქმეს, ყველაზე კარგად აკეთებდნენ
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი -1°-9°
ქუთაისი 8°-18°
ბათუმი 10°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia