www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:06 03.04.2013
ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს...
presa.ge
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლება რაბათის ციხეს ებრძვის. „პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ ჩემთვის და საზოგადოებისთვის გაუგებარი მიზეზით, დაიწყო ბრძოლა ახალციხის, რაბათის კომპლექსის წინააღმდეგ. არჩევნების შემდეგ, აქ ყველა ობიექტი დაიხურა. სამუშაო ადგილი 165 - მა ადამიანმა დაკარგა. დარჩენილ მომსახურე პერსონალს კი, ხელფასი თითქმის 4 ჯერ შეუმცირეს.

დაკითხეს ყველა მშენებელი, ყოფილი გამგებელი და აღძრეს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები. ახალმა ხელისუფლებამ, ეს ყველაფერი არ იკმარა და ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომ რაბათის კომპლექსს, იერ-სახე შეეუცვალოს. მეტიც უნდა მოხდეს ძველი ისტორიული ჯვრის შემცველი ელემენტების გატანა“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა, ჟურნალისტებს, რაბათის ძველი კომპლექსის ფოტო გადასცა და მისი ახალ კომპლექსთან შედარება სთხოვა.

„ბოლო პერიოდში ეს კომპლესი თითოეული მოქალაქის სიამაყედ იქცა. ეს იყო ყველაზე ნათელი წერტილი ამ რეგიონში და სწორედ ამ ისტორიულ ძეგლზე დაყრდნობით დაიწყო, რეგიონალური განვითარების პროექტი. დაიწყო მშენებლობა. რამდენიმე სასტუმროს გახსნაც მოესწრო, გაიზარდა ადამიანების მიმოსვლის მაჩვენებელი.

მინდა მოვუწოდო, თუ გნებავთ ვთხოვო დღევანდელ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბრძოლა რაბათის კომპლექსის წინააღმდეგ. მესმის, რომ ეს კომპლექსი ჩემს სახელთანაა ასოცირებული, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს კომპლექსი სამცხისა და ახალციხის მომავალი განვითარების საფუძველია. დაუშვებელია ამ კომპლექსის მოშლა და თუ ხელისუფლებას რამის გაკეთება სურს, მოხარული ვიქნები, თუ ის ჩვენს მიერ დაწყებულ მშენებლობებს, რომელიც გასაგები მიზეზის გამო ვერ დასრულდა, თვითონ დაასრულებს,- განაცხადა მერაბიშვილმა.

პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, თუ ხელისუფლებამ განვითარების, გაფართოების ნაცვლად, წინა ხელისუფლების მიერ აშენებულის დანგრევა გადაწყვიტა, ის რაბათელ მეგობრებთან ერთად, ციხის გადარჩენისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

მერაბიშვილმა, სპეციალური მოძრაობის შექმნაც არ გამორიცხა. ვანო მერაბიშვილი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დიდი მონაპოვარი საქართველომ შეინარჩუნოს.

ჯაბა დათუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2699
GBP3.6874
RUB4.6206
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 15°-22°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia