www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:10 04.04.2013
დიმიტრი შაშკინი - საუბარი, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია მთავრობის პროვოკაცია იყო, რუსეთის პოზიციის გამეორებაა
საუბარი იმაზე, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია მთავრობის მიერ განხორციელებული პროვოკაცია იყო, რუსეთის პოზიციის გამეორებაა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ”პირველი რადიოს” რადიოკლუბში განაცხადა.

შაშკინი ამბობს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ლაფანყურთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნით გაოცებული დარჩა.

"ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ვიმეორებთ რუსეთის პოზიციას. გაოცებული დავრჩი სახალხო დამცველის დასკვნით. არ ვიცი, რა ზღაპარზე შეიძლება იყოს ასეთი დასკვნა აგებული. არანაირ კრიტიკული აზროვნების ჩარჩოებში ეს დასკვნა არ შედის. გია ლორთქიფანიძემ გააკეთა ყველაფერი, რომ არ მომხდარიყო შეტაკება. სრული სისულელეა, რომ საქართველოს მთავრობამ მოაწყო ეს პროვოკაცია. მე მესმის პანკისელების, როდესაც დაკარგავ ნათესავს, შეთქმულებების გჯერა, მაგრამ არ მესმის, ომბუდსმენი რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს",- მიიჩნევს შაშკინი.

მისივე თქმით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა იხსენებს, რომ თავდაცვის სამინისტრო გვიან საღამოს ჩაერთო ამ ოპერაციაში; თავდაცვის უწყება შსს-ს ეხმარებოდა ვერტმფრენებით, ხოლო სპეცდანიშნულების ძალების ოფიცრები მონაწილეობას იღებდნენ ევაკუაციაში. მისივე თქმით, სამხედრო დაზვერვა მას აწვდიდა ინფორმაციას, რომ რუსეთის საზღვრის მონაკვეთში მობილეზებული იყო რამდენიმე რუსული ბატალიონი "კონკრეტულად იღებდა ერთ-ერთი პოლკი მონაწილეობას ოპერაციის მომზადებაში.

რუსეთის ვერტმფრენები დადიოდნენ ჩვენი საზღვრის ხაზზე, რადარებზე ფიქსირდებოდნენ. რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფებოდნენ საზღვრის იმ კვადრატში, სადაც ლოგიკურად უნდა მომხდარიყო გადასვლა. ეს იყო ძალიან მძიმე მომენტი ჩვენი და ჩეჩნების ურთიერთობაში. თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო სპეცოპერაციაში საღამოს. მე დაახლოებით 32 საათის შემდეგ ჩავედი იმ ადგილას, სადაც მოხდა შეტაკება. იმ დროს მიმდინარეობდა ოპერაცია ჩვენი გარდაცვლილების გამოყვანის. მინდა გითხრათ, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი საბუთები, იარაღი და გარდაცვლილები ჩეჩნური მხრიდან. ჩემი თვალით მაქვს ნანახი პასპორტები საზღვის გადაკვეთასთან დაკავშირებით. იქ იყო სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების პასპორტები. ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ჩვენ არ გვქონია შეხება 2008 წელსაც კი, ეს იყო ძალიან ძლიერი ჯგუფი", -აცხადებს შაშკინი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7799
EUR3.0954
GBP3.516
RUB4.293
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 18°-29°
ბათუმი 21°-28°
მთავარი