www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:57 09.11.2012
GRASS-ის განცხადება NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით
ნატო-ში ინტეგრაცია არის ქართული საზოგადოების მტკიცე ნება და ნებისმიერი მთავრობა ვალდებულია აწარმოოს თანმიმდევრული პოლიტიკა ამ მიზნის მისაღწევად. ა.წ ოქტომბერში დემოკრატიულად ჩატარებულმა არჩევნებმა შექმნა განსაკუთრებული შესაძლებლობები, რათა დეკემერში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო მინისტრების შეხვედრაზე გადაიდგას კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში იტეგრაციის თვალსაზრისით. 

ამის მისაღწევად აუცილებელია აქტიური დიპლომატიური ძალისხმევა, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა ა.წ ნოემბერში დაგეგმილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. სამხედრო კომიტეტი არის ნატო-ს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათი პირველი ვიზიტი საქართველოში იძლევა შესაძლებლობას გავამყაროთ ჩვენი პოზიციები და შევქმნათ საფუძველი დეკემბერის მინისტერიალზე საქართველოსათვის სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად. 

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ასეთი დონის და მნიშვნელობის ვიზიტის გადადების პრეცედენტი არ ყოფილა და ეს ქმნის ნეგატიურ დინამიკას. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგად შექმნილია პოზიტიური ატმოსფერო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

სამხედრო კომიტეტის გადადება უკიდურესად ამცირებს დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რაც თავისთავად ანელებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და ამცირებს შანსებს 2014 წლის სამიტისთვის. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი სამხედრო კომიტეტის უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტის უზრუნველსაყოფად და დეკემბრის მინისტერიალზე ჩენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენ, როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, მზად ვართ ვითანამშრომლოთ მთავრობასთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად. 

GRASS (საქართველოს რეფორმების ასოციაცია) - თანადამფუძნებლები სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია, ნოდარ ხარშილაძე.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9568
EUR3.2566
GBP3.801
RUB4.5941
თბილისი 4°-13°
ქუთაისი 11°-23°
ბათუმი 12°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia