www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:05 05.06.2013
"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს
nterpressnews

საპარლამენტო უმცირესობა მთავრობას უმუშევრობის ზრდის ტემპის შემციების მიზნით, ოთხ პუნქტიან რეკომენდაციას აძლევს. 

"ნაციონალური მოძრაობა" უმუშევრობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელოსაც  უცვლელად გთავაზობთ:

გუშინ, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა, გამოაქვეყნა დასაქმებასთან დაკავშირებული მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ მხოლოდ 2013 წლის პირველ კვარტალში სამსახური და, შესაბამისად, შემოსავალი, დაკარგა კერძო სექტორში დასაქმებულმა 42,000 მოქალაქემ. ამავე მონაცემების თანახმად, ქართული ბიზნეს სექტორის ბრუნვა შემცირდა 22 ხოლო საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა 26%-ით.

მოკლე დროში ეკონომიკის ასეთი სწრაფი ვარდნა და უმუშევრობის მკვეთრი ზრდა უაღრესად საგანგაშო ტენდენციაა და მთავრობის მიერ სწორი ნაბიჯების არგადადგმის შემთხვევაში უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე დაკარგავს სამსახურს.

ეს არის ის, რის შესახებაც მთავრობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აფრთხილებდა უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში. ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციების და უმუშევრობის ზრდის მთავარ მიზეზს წარმოადგენს მთავრობის ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრული რიტორიკა და პოლიტიკა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში. ნაცვლად დაპირებული ახალი სამუშაო ადგილებისა და ახალი საწარმოებისა ჩვენ აღმავალი ტემპით ვკარგავთ არსებულ სამუშაო ადგილებს. რაც ყველაზე საგანგაშოა, სულ უფრო მეტი კვალიციფიური მუშა-მოსამსახურე რჩება სამსახურის გარეშე.

"ნაციონალური მოძრაობა", როგორც ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისუფლებას გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. აუცილებელია:

1. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის სტიმულირების მიზნით აუცილებელია მოხდეს გადასახადების შემცირება ისე როგორც ეს იყო დაგეგმილი საგადასახადო კოდექსში 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებამდე და მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს შრომის ბაზრის თავისუფლება;

2. სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი. ამიტომ დაცულობისა და სტაბილურობის განცდა კერძო სექტორში მნიშნელოვანია დასაქმების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს 2 წლიანი მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ფინანსურ–ეკონომიკურ გარემოზე; საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს კანონი ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ამნისტიისა და დაფარული გადასახადების ლეგალიზაციის შესახებ, რომელიც ჩადენილია 2013 წლის 1 იანვრამდე; მოხდეს ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია; აიკრძალოს სასამართლოს ნებართვის გარეშე კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიების შემოწმება სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ;

3. დასაქმების ზრდა შეუძლებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ამისათვის კი აუცილებელია უზრუნველყოფილ უნდა იქნას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, ხოლო, შესაძლებლობის შემთხვევაში, გაუმჯობესება, რათა მოხდეს მთავრობის სუვერენულ რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება;

4. წესებზე დაფუძნებული და პროგნოზირებადი ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა მკვეთრ სტიმულს მისცემს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს. ამიტომ, უნდა დაჩქარდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან. ასევე აუცილებელია მთავრობამ მოახდინოს ძალისხმების კონცენტრაცია პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად აღებული პოლიტიკური ვალდებულების ხორცშესასხმელად.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8714
EUR3.2191
GBP3.5832
RUB4.5608
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 21°-27°
ბათუმი 22°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia