www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:42 22.07.2013
პარტიებს ფინანსური დეკლარაციის წარდგენის ვადა განესაზღვრა
interpressnews

ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია, ვალდებულია სამ კვირაში ერთხელ ფინანსური დეკლარაცია წარადგინოს, - ამის შესახებ "საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებაშია ნათქვამი. 

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცესკო-ში რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებთან, რომლებსაც საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის უფლება გააჩნიათ, შეხვედრა გაიმართა. 

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გენერალური აუდიტორის ბრძანება ზოგიერთი საკითხის დარეგულირების შესახებ. კერძოდ, პოლიტიკური პარტიები კანდიდატის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში ვალდებული არიან გახსნან საარჩევნო კამპანიის ფონდი და მხოლოდ აღნიშნული ფონდის სახსრებით დააფინანსონ წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები. ამასთანავე, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არის უფლებამოსილი წარადგინოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ვალდებულია არჩევნების გამოცხადების დღიდან, სამ კვირაში ერთხელ ფინანსური დეკლარაცია წარადგინოს. 

მისივე განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ყველა პარტიას გადაეცემა წერილი ტექნიკური სახის მარეგულირებელი ინფორმაციის შესახებ, რათა თავიდან იქნას არიდებული ფინანსური ხარვეზები წინასაარჩევნო პერიოდში. ზურაბ აზნაურაშვილის განმარტებით, დეკლარაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები, თუმცა მისივე შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზანი სანქციებისა და ჯარიმების დაწესება არ არის. 

"ჩვენი მიზანია დარღვევების პრევენცია, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემოვიფარგლოთ გაფრთხილებით და დარღვევებისგან თავშეკავების მოწოდებით, სანამ გამოვიყენებთ სანქციებს", - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა. 

მისივე თქმით, ფონდის გახსნა კანონით გამომდინარე ვალდებულებაა, ხოლო დღევანდელი რეგულაციებით განისაზღვრა ვადები, პოლიტიკური პარტიებისთვის 5 დღე და საინიციატივო ჯგუფებისთვის 20 კალენდარული დღე. ამასთან, სიახლეა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა წარადგინოს დეკლარაცია სამ კვირაში ერთხელ. 

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრის დასრულების შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ელენე კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული რეგულაციები პოლიტიკური პარტიებისთვის მძიმე ტვირთი არ არის.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 20°-31°
ბათუმი 23°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia