www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:13 21.11.2012
უგულავა ივანიშვილს: გირჩევთ მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით
თბილისის მერის განცხადება

„გუშინ კერძო კომპანია „ნსს-ს მფლობელი გეგა ქელბაქიანი დააკავეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ თბილისის წყლის ხელმძღვანელი იყო. გეგი მერიაში გავიცანი და მიმაჩნია, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია. სწორედ ამიტომ, მან სახელმწიფო კომპანიაში მუშაობას, კერძო ბიზნესი ამჯობინა. ჩვენი საქმიანი ურთიერთობა დროთა განმავლობაში მეგობრობაში გადაიზარდა. 

ახალი ხელისუფლებისათვის ქცეული ტრადიციის შესაბამისად, გეგი ქელბაქიანი ჯერ დააკავეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეკრება თუ შექმნა.

ოფიციალურად ქელბაქიანს ფულის გათეთრება ედება ბრალად. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფულის გათეთრება გულისხმობს შემდეგს: მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა.

რეალურად კი ბატონ ქელბაქიანს ქვეკონტრაქტორი მუშებისაგან ფულს "ატკატის" სახით აღებას ედავებიან - რაც ფულის გაშავებაა და არა გათეთრება.

აღმკვეთი ღონისძიებების გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც გამოძიებისას დაშვებული სხვა დარღვევები, სამწუხაროდ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გამოძიება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მას საერთო არაფერი აქვს მართლმსაჯულებასთან.

ცხადია, არც ერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი და არც ერთი კანონდამრღვევი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, მაგრამ იმისათვის, რომ გაქარწყლდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ეჭვები, აუცილებელია, რომ ეს გამოძიება ჩატარდეს გამჭირვალედ და სამართლიანად, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის ყველა უფლება.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის ხაზგასმა, რომ კომპანია „ნსს“, რომლის დირექტორიც გახლავთ ბატონი ქელბაქიანი რიყის თეატრის მშენებლობაში მონაწილეობს. თეატრის პროექტის ავტორი მსოფლიოში ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუკსასია. 

მისი ჩანაფიქრით ორი დახრილი ღვინის დოქი საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნას, ხოლო თბილისს, როგორც სტუმართმოყვარე ქალაქს განასახიერებს. თუმცა ახალი პრემიერ-მინისტრი თეატრს მისკენ მიმართულ ზარბაზნის ლულად აღიქვავმს და მისი დანგრევით იმუქრება. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ გემოვნების გამო მოქალაქეებს აკავებენ.

ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გეგი ქელბაქიანის კომპანია თეატრის სამშენებლო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ასრულებს. შესაბამისად, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მისი დაკავების შედეგად, ახალი ხელისუფლება თვითმმართველობაზე ზეწოლას ცდილობს. პრემიერ-მინისტრმა ხომ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ თვითმმართველობა მას არ ექვემდებარება. 

მივმართავ პრემიერ ივანიშვილს: რადგან თქვენს კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტები ნერვებს გიშლით, გირჩევთ მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით.“

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.971
EUR3.3106
GBP3.8474
RUB4.6653
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 11°-22°
ბათუმი 15°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia