www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:25 25.11.2012
"Libération": „თბილისში, კანონი ივანიშვილია“

ფრანგული პრესა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებს...

Libération , 23 ნოემბერი, 2012

„თბილისში, კანონი ივანიშვილია“

საქართველო ახალი პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე მოსვლისთანავე მასობრივ დაჭერებს იწყებს და პრეზიდენტს იზოლაციაში აქცევს

საპარლამენტო არჩევნებში მოულოდნელი გამარჯვებიდან ერთი თვის შემდეგ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ღმერთი აღარ სწყალობს. მეშაახტეები, საზღვაო პორტის თანამშრომლები, მომსახურებისა და ინდუსტრიის მუშაკები გაფიცვებითა და თითქმის ყოველდღიური გამოსვლებით იმ სოციალური დაპირებების შესრულებას სთხოვენ, რომელთა წყალობით ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა.

ამ მოთხოვნებისადმი ყრუ ოლიგარქი გამალებით ცდილობს ხელისუფლების გადაბარების პოლიტიკური პროცესი დამარცხებული გუნდის წევრებზე შურისძიებად გადააქციოს, რომლებიც ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მის გუნდსა და ბიზნესს პრობლემებს უქმნიდა. უკვე 15-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული, ეს სია შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

ზეწოლა. ეჭვგარეშეა, ამ ზომების მიზანი იმ მესიჯის გავრცელებაა, რომ დღეს არსებული „კოაბიტაცია“ მოკლევადიანი იქნება. და რომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში ყოფნის მიუხედავად ვერ შეინარჩუნებს პოზიციებს ხელიუფლების სხვადასხვა ინსტიტუტებში.

ერთი წლის შემდეგ, ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს, რომელიც მეორე მანდატის ამოწურვის გამო სააკაშვილს ჩაანაცვლებს, შემცირებული უფლება-მოსილებები ექნება. ნამდვილი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელში გადავა. ივანიშვილი კი ვერ ითმენს.

პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციის თანახმად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცხრა პარლამენტარმა უკვე გადაწყვიტა პოზიციის შეცვლა. მათი უმრავლესობა ბიზნესმენები, ზეწოლის მიმართ მგრძნობიარე არიან. თუ ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება, რომელიც პარლამენტში 150-დან 85 მანდატს ფლობს კიდევ ცხრა მანდატს მოიპოვებს, მას 2/3 უმრავლესობა ეყოლება, რაც საშუალებას მისცემს გადააყენოს პრეზიდენტი და შეცვალოს კონსტიტუცია.

პრემიერ-მინისტრი ერთდროულად თავს იმართლებს, რომ არ აპირებს „იმპიჩმენტის“ პროცედურის გამოყენებას და არც იმას მალავს, რომ ურჩევნია, 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდეს „არა 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არამედ, უფრო ადრე“. მანამდე პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს პრობლემებს უქმნის, რომელსაც არჩევნების შემდეგ, თითქის არც კი შეხვედრია.

ახალი ბიუჯეტი პრეზიდენტის ხარჯებს შეამცირებს. ანუ, მას შუშის გუმბათიანი უზარმაზარი სასახლიდან, რომელიც მან თბილისის ერთ-ერთ გორაკზე აიშენა იმ მოკრძალებულ შენობაში გადაბარგება მოუწევს, სადაც იმჟამინდელი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მუშაობდა.

ივანიშვილი პრეზიდენტის მოკავშირე ორგანიზმებს სასიცოცხლო არხებს უკეტავს. თბილისის მერია, რომელსაც ახალგაზრდა გიგი უგულავა ხელმძღვანელობს, უშიშროების საბჭოს საპრეზიდენტო ორგანო, რომელსაც პრეზიდენტის ერთგული გიგა ბოკერია უდგას სათავეში, საკუთარი უსაფრთხოების სამსახურების გარეშე დარჩებიან.

ბრალდებები. აპრიორი, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ქვეყანაში, სადაც საპრეზიდენტო პარტია არჩევნებში ციხეებში წამების სკანდალის გამო დამარცხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანმდებობის პირები  დააკავონ. მაგრამ ბრალდებულებიდან არცერთი, მათ შორის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სასჯელაღსრულების სიტემის ხელმძღვანელი იყო, ამ ბრალდებით არ არიან დაკავებული. მათ ბრალდებათ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილის კომპიუტერში შეღწევა, მისი დაცვის თანამშრომლის გატაცება და მისი აღჭურვილობის საბოტაჟი. მოკლედ, ძალიან პირადი ბრალდებები.

ამიტომაც ევროკავშირმა ივანიშვილი შერჩევითი სამართლის გამო გააფრთხილა. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელს კეტრინ ეშტონს, რომელიც ორშაბათს თბილისს ეწვევა, უკვე დაგეგმილი აქვს, რომ ივანიშვილს გააგებინოს, „სამართლის სფეროში ყველაფერი ღიად და გამჭვირვალედ უნდა გაკეთდეს“. 

ორიგინალის სანახავად გადადით ამ ბმულზე

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.214
EUR3.8057
GBP4.1711
RUB4.2817
თბილისი 14°-21°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 20°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia