www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:27 14.12.2012
სენატორები საქართველოს პრემიერმინისტრს მოუწოდებენ არ მიმართოს პოლიტიკურ ანგარიშწორებას

„ჩვენ ღრმად ვართ შეწუხებულნი საქართველოს ოპოზიციურ პარტიასთან ასოცირებული ადამიანების დაკავებების, დაპატიმრებებისა და სავარაუდო დევნის შესახებ ცნობებით“, წერენ სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ-ჰემპშირი), ჯო ლიბერმანი (დამოუკიდებელი სენატორი – კონექტიკუტი), ჯეიმს რიში (რესპუბლიკელი, აიდაჰო), ლინდსი გრეჰემი (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა) და ჯონ მაკკეინი (რესპუბლიკელი, არიზონა). 6 დეკემბერს ეს წერილი The Cable-მა მოიპოვა. „ჩვენ გწერთ დღეს, რათა გამოვხატოთ ჩვენი მზარდი შეშფოთება იმით, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და მათ მიზანს ბოლოდროინდელი არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება წარმოადგენდეს. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ თქვენმა ადმინისტრაციამ გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოს თუნდაც აღქმა იმისა, რომ წინა მთავრობის წევრების წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი გამოიყენება“.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც სათავეში უდგას მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა აშშ-დან და ევროპიდან გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ სასამართლო დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული – წინა მთავრობის 23 წარმომადგენელი დაპატიმრებულია სავარაუდო დანაშაულის, მათ შორის, კორუფციისა და წამების გამო.

შაჰინი და რიჩი არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდნენ და იმ მომენტისთვის ორივე მხარე შეაქეს. მაგრამ ახლა ისინი აფრთხილებენ საქართველოს და აცხადებენ, რომ საქართველოს ურთიერთობა ზოგადად მსოფლიოსთან და შეერთებულ შტატებთან კერძოდ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გააგრძელებს ახალი მთავრობა დემოკრატიულ რეფორმებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის პოლიტიკურ კულტურას.

სენატორები პირდაპირ ციტირებენ The Cable-ში გასულ თვეს გამოქვეყნებულ ინტერვიუს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, როგორც დასტურს იმისა, რომ ახალი მთავრობა არ ასრულებს თავის დაპირებას  სასამართლო სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლების შესახებ.

„ჩვენ მივესალმებით თქვენს განცხადებებს იმის შესახებ, რომ შერჩევითი სამართალი გამორიცხულია, თუმცა ძალიან  ვწუხვართ დღემდე განვითარებული მოვლენების გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ბოლოდროინდელი კომენტარი, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი ოფიციალური პირები „კრიმინალები და დამნაშავენი“ არიან“, წერენ სენატორები. „ბრალეულობა და უდანაშაულობა უნდა დაადგინოს მიუკერძოებელმა სასამართლომ, სხვაგვარად მოქმედება ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“.

„წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად კონფლიქტური იყო, მაგრამ კამპანია დასრულდა“, წერენ სენატორები.

წყარო: foreignpress.ge

foreign policy

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9275
EUR3.2445
GBP3.5385
RUB4.3846
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 18°-34°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia