www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:13 24.01.2013
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირის წევრობის საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს
კომერსანტი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა დევიდ კემერონმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით რეფერენდუმს გამართავს. ხმის მიცემა შესაძლოა უკვე 2015 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიმართოს, თუკი არჩევნებზე კვლავ მმართველი კონსერვატორები გაიმარჯვებენ.

Adelaide Now–ს ინფორმაციით, თუკი მსგავსი პლებისციტი მართლაც ჩატარდება, ეს ბოლო 35 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ბრიტანელებს საშუალებას მისცემენ, თავად განსაზღვრონ მათი დამოკიდებულება დანარჩენი ევროპის მიმართ.

ზოგიერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა ძირითადი მოკავშირეები დაკარგოს. გარდა ამისა, პლებისციტის შესახებ კემერონის განცხადებამ შეიძლება ინვესტორები დააშინოს, რაც ბრიტანულ ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

თავად კემერონი აცხადებს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლისკენ არ ისწრაფვის, თუმცა საკუთარ ქვეყანას „უკეთეს პირობებს“ უსურვებს.

კერძოდ, მას სურს ევროკავშირისთვის გადაცემული უფლებამოსილებების ნაწილის დაბრუნება ნაციონალური მთავრობისთვის, ასევე სურვილს გამოთქვამს, დაიძლიოს კონკურენტუნარიანობის პრობლემა და ეკონომიკური კრიზისი ევროზონაში.

„ვისურვებდი, ევროკავშირი წარმატებული ვიხილო,“ – განაცხადა კემერონმა. მისივე თქმით, თუ ამჟამინდელი პრობლემები ვერ გადაიჭრება, ევროკავშირს უახლოეს წლებში კრახი ელის.

კემერონის გამოსვლამ ფართო რეზონანსი გამოიწვია როგორც ბრიტანეთში, ისე უცხოეთში. კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიანიშნა, რომ ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან. ევროკომისიის ხელმძღვანელობამ ასევე გამოხატა შეშფოთება.

ამ საკითხზე დავა თავად კემერონის კონსერვატიულ პარტიაშიც მიმდინარეობს.

ბრიტანეთის ევროკავშირის წევრად ხილვა სურს ბერლინსაც. პარიზიდან კი ლონდონს მოუწოდეს, არ განიხილოს ევროკავშირი როგორც რესტორანი კერძების განუსაზღვრელი არჩევანით.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2020
მარტი 2020
მარტი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2425262728291
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD3.2896
EUR3.6232
GBP4.033
RUB4.2168
თბილისი 6°-17°
ქუთაისი 13°-24°
ბათუმი 10°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia