www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:21 01.11.2012
ქარიშხლის გამო ამერიკული ბიზნესი 30 მილიარდ დოლარს დაკარგავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქარიშხალ „სენდისგან“ მიყენებული ზარალი 10–დან 30 მილიარდ დოლარამდე შეაფასა.

შტორმის ძირითადმა დარტყმამ უკვე გადაიარა და ახლა სპეციალისტები ზარალს ითვლიან. ნიუ–ჯერსიში ყოფნისას, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, ობამამ განაცხადა, რომ ნგრევის შედეგად გამოწვეულმა მატერიალურმა ზარალმა საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა 20 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, ეკონომიკური ზარალი კი 10–დან 30 მილიარდამდეა შეფასებული.

თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ზოგად კონტექსტში, მთელი ეკონომიკისთვის ეს შედარებით მცირე ზარალია.საუბარია ზარალზე, რომელიც საწარმოების გაჩერებისა და ქონების დაკარგვის შედეგად დადგება, რაც მშპ–ს დაახლოებით 0,3%–ია.

საწარმოების აღდგენა შესაძლოა გაჭიანურდეს, რაც ახალი პრობლემების მიზეზი იქნება. მაგალითად, აღმოსავლეთ სანაპიროს ნავთობმომპოვებელი საწარმოების 70% ელექტროენერგიის არარსებობის გამო ვერ მუშაობს.

მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადა სადაზღვევო ინდუსტრიამ. ასევე დაზარალდა ენერგოქსელები. მეორეს მხრივ კი, საცხოვრებელი სახლებისა და საწარმოო სიმძლავრეების აღდგენის აუცილებლობა სამშენებლო ინდუსტრიის ზრდას სტიმულს მისცემს.

აღდგენისთვის საჭირო ძირითად ხარჯებს სადაზღვევო კომპანიები გაიღებენ. გასულ წელს მათ ქარიშხლებისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში 32 მილიარდი დოლარის კომპენსაცია გადაიხადეს.

წელს მათ უკვე 16 მილიარდი გადაუხადეს ხანძრებისა და ქარიშხლებისგან დაზარალებულებს, „სენდის“ გამო კი, წინასწარი გათვლებით, 10 მილიარდი დოლარის გაღება მოუწევთ.

წყალდიდობის დროს ფედერალური ტერიტორიის უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში ფედერალური მთავრობა დაზღვევას ნაწილობრივ ანაზღაურებს.

ნიუ–იორკი სტიქიამ სხვა ამერიკულ ქალაქებთან შედარებით მეტად დააზარალა. ადგილობრივი ტელეკომპანია NY1–ის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად ქალაქის 32 მცხოვრები დაიღუპა. პირველი ნოემბრისთვის კი საერთაშორისო აეროპორტებმა და საფონდო ბირჟებმა მუშაობა განაახლეს. თუმცა კვლავ არ მუშაობს მეტროპოლიტენი, რომელსაც არსებობის 108 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული პრობლემები შეექმნა.

ქალაქის ნაწილი ამ დრომდე ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი. დენის გარეშეა მთელი აღმოსავლეთ სანაპიროს მოსახლეობა.

ნიუ–იორკის ეკონომიკა ქარიშხლის შედეგად ყოველდღიურად 200 მილიონ დოლარს კარგავს.

სტიქიის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობა შეწყვიტეს აეროპორტებმა, ნიუ–იორკის ბირჟამ, ბროდვეიმ, ასევე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

კონსალტინგური ფირმის IHS Global Insight–ის შეფასებით, „სენდის“ შედეგად, საბოლოო ჯამში, ამერიკის ეკონომიკა 20 მილიარდი დოლარით დაზარალდება. ბიზნესი კი 30 მილიარდს დაკარგავს. ამ მაჩვენებლებით „სენდი“ აშშ–ის ისტორიაში ყველაზე „ძვირადღირებული“ სტიქიური უბედურებაა. მის შედეგად დამდგარმა ზარალმა შესაძლოა ორჯერ ან სამჯერ გადააჭარბოს „აირინის“ ქარიშხლის მიერ მიყენებულ ზარალს. თუმცა „სენდი“ „კატრინაზე“ 5–6–ჯერ იაფია. 2005 წელს ამ უკანასკნელის შემოტევა შტატებს 125 მილიარდი დაუჯდა.

მთლიანობაში შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მომხდარმა სტიქიამ შესაძლოა 30–დან 50 მილიარდამდე დოლარის ზარალი გამოიწვიოს.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1916
EUR3.4795
GBP3.8845
RUB4.4459
თბილისი 9°-16°
ქუთაისი 11°-13°
ბათუმი 12°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia