www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:25 20.03.2013
ბარაკ ობამას პირველი ვიზიტი ისრაელში თბილად დაიწყო

ბარაკ ობამა დღეს ისრაელს ეწვია, ეს მისი პირველი ვიზიტია ისრაელში, პრეზიდენტის რანგში.  მისასალმებელ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ ამერიკა ამაყობს, რომ ისრაელი მისი მოკავშირეა. „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელს, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტალურ ინტერსებს პასუხობს, ეს კავშირი ორივე მხარეს უფრო აძლიერს, წარმატებულებს და ზოგადად მთელ მსოფლიოს უკეთეს ხდის. მე დარწმუნებით ვაცხადებ, რომ ჩვენი კავშირი მარადიულია, სამუდამო“.

ობამას ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები  სამ ძირითად თემაზე: ირანის ბირთვული პროგრამა, სირიის კონფლიქტი და დიალოგის განახლება  პალესტინა-ისრაელს შორის.

ისრაელს ამერიკიდან პრეზიდენტთან ერთად 600 სტუმარი ჰყავს, მათ შორის არიან სენატორები, ბიზნესმენები, ამერიკის ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მომსახურე პერსონალი.

როგორც ცნობილი ებრაელი ამერიკანისტი, პროფესორი ეიტან გილბოა აცხადებს, ობამას ვიზიტის მთავარი მიზანი საჩვენებელი ხელის ჩამორთმევები და სიყვარულის ახსნა როდია, მას ორი ურთულესი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, პირველი, ის ეცდება დაარწმუნოს ისრაელის მთავრობა, რომ აშშ უახლოეს მომავალში აღმოფხვრის ირანის ბირთვული პროგრამიდან მომდინარე საფრთხეებს, და მეორე, დასვას მოლაპარაკების მაგიდასთან ისრაელი და პალესტინა.

პირველ საკითხთან დაკავშირებით ობამამ ტელეინტერვიუში განაცხადა, თუ დიპლომატია წარუმატებელი იქნება, აშშ მზადაა ირანის პრობლემა სამხედრო გზით გადაჭრას, თუმცა ამ საკითხზე დროის ჩარჩოებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.

 წუხელ საღამოს ისრაელის პრეზიდენტის კანცელარიასთან დემონსტრაცია გაიმართა, სადაც შეკრებილები მოუწოდებდნენ ობამას გაათავისუფლოს ამერიკის ციხიდან ჯონათან პოლარდი, ამერიკის საზღვაო ფლოტის ოფიცერი, რომელიც სასჯელს ისრაელის სასარგებლოდ შპიონაჟისათვის იხდის. ასევე მიმართავდნენ პრეზიდენტ პერესს, არ გადასცეს ამერიკის პრეზიდენტს „თავისუფლების ორდენი“, ისრაელის უმაღლესი ჯილდო, რომელიც აქამდე ამერიკეის არც ერთ  პრეზიდენტს არ დაუმსახურებია.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 20°-31°
ბათუმი 23°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia