www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
06:51 23.03.2013
მადლობა, ძვირფასო YouTube, სიამოვნების ნაჩუქარი წუთებისათვის!

კორპორაციამ Google სიამაყით ამცნო მსოფლიოს, რომ მისი ვიდეოსერვისისის - YouTube ყოველთვიურ მომხმარებელთა აუდიტიორიამ მილიარდი შეადგინა. უადავოდ საამაყო მიღწევაა. დღეს უკვე გვიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ ვცხოვრობდით ამ „მილის“ (Tube -მილი) გარეშე ეს მილიარდი ადამიანი, აქ ხომ ყველაფერია, სერიოზული ინფორმაციით დაწყებული, გართობის ჩათვლით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ვიდეო-მიმართვები თუ უცხო მფრინავი ობიექტები, ტყუილი თუ მართალი... 

სერვისის მთავარი ღირსება კი მაინც სულ სხვაა, სწორედ მან აგვიხილა თვალი, თუ რითი არიან დაკავებული ჰოლივუდის ვარსკვლავები იაპონიაში, კერძოდ, იაპონურ სარეკლამო რგოლებში. ყურმოკვრით კი გაგვეგო, ამის შესახებ წერდნენ კიდეც, სოფია კოპოლამ ფილმიც გადაიღო ამ თემაზე „თარგმანში დაკარგული“ (სხვათაშორის ამ ფილმს საფუძვლად უფროსი კოპოლას გამოცდილება უდევს, რომელსაც თავად იღებდნენ იაპონური ვისკის სარეკლამო რგოლში აკირა კუროსავასთან ერთად), მაგრამ სულ სხვაა, როცა ყველა ჭორსა და მართალს შენი თვალთი ნახავ.  

სწორედ YouTube-ის წყალობით შევიდა ყველას სახლში იაპონური რეკლამის "საშინელება". კეთილშობილ 80-იან წლებში პოპულარული მსახიობი გადაფრინდებოდა იაპონიაში, გადაიღებდა სარეკლამო რგოლს, აიღებდა გასამრჯელოს მილიონობით დოლარის სახით და სულ მალე დაივიწყებდა ყოველგვარ სირცხვილს. იოლი ფულისთვის ტოკიოში ლამის მთელი ჰოლივუდი დაფრინავდა,შვარცნეგერისა და შონ კონერის ჩათვლით, მაგრამ ხელშეკრულებით მკაცრად განსაზღვრული დემონსტრირების ტერიტორიული ჩარჩოების გამო, ისინი სულ არ ღელავდნენ, რომ  სანაცნობო-საახლობლო წრე ამაზე ალაპარაკდებოდა. მერე ინტერნეტი გაჩნდა, ინტერნეტში YouTube და უკვე სულ არ აქვს მნიშვნელობა ხელშეკრულებაში რა წერია. ლეონარდო დი კაპრიო, მეგ რაიანი სასამართლოზეც ჩიოდნენ აეკრძალათ მათი სარეკლამო რგოლები საჯარო წვდომისთვის, საბედნიეროდ, მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ასე რომ, მადლობა, ძვირფასო YouTube, სიამოვნების ნაჩუქარი წუთებისათვის.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8687
EUR3.2178
GBP3.558
RUB4.567
თბილისი 19°-33°
ქუთაისი 20°-30°
ბათუმი 22°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia