www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
06:42 25.03.2013
პაპი ფრანცისკო ფეხბანის რიტუალს არასრულწლოვან პატიმრებთან აღასრულებს

რომის კათოლიკური ეკლესიის ახლად არჩეული წინამძღვარი ფრანცისკო აქტიურ საეკლესიო ცხოვრებას და მოვალეობის აღსრულებას უკვე შეუდგა, როგორც მსოფლიო პრესა აღნიშნავს, ის გამორჩეულად უბრალო, უშუალო და თავმდაბალია.

  კვირას, წმინდა პეტრეს ტაძრის წინ, სადაც  150 ათასი მსმენელი შეიკრიბა, პაპმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ მოწყალების გრძნობა ცვლის სამყაროს, რომ ღმერთი მიმტევებელია და ის არასოდეს ეტყვის უარს ადამიანს პატიებაზე.  

 პირველი საკვირაო მესა მან ვატიკანში აღასრულა. მესის დასარულს ადამიანებს სთხოვ,ა  ილოცონ მისთვის და გააჟღერა მისი სამომავლო საქმიანობის მთავარი მიმართულება –„ ღარიბი ტაძარი ღარიბთათვის“. BBC-ს კორესპოდენტის თქმით, ახალმა პაპმა აუდენცია სრულიად განსხვავებული მანერით ჩაატარა,  ვიდრე ამას მისი წინამორბედი აკეთებდა. ის ეთიკურ ღირებულებებზე, მარტივი, ყველასათვის გასაგები  ენით საუბრობდა და იუმორიც კი გამოიყენა.

მოგვიანებით პაპი ფრანცისკო წინამორბედ ბენედიქტ XVI–ს საკუთარ რეზიდენციაში განდოლფ კასტელში სატრაპეზოდ ეწვია, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. მათი შეხვედრა თბილი და უცერემონიო იყო.

 ახალი პაპი  არჩევის დღიდან ახდენს უბრალოების, მოკრძალებისა  და თავმდაბლობის დემონსტრირებას,  მან არჩევნების დასრულებისთანავე ავტობუსით იმგზავრა სასტუმრომდე, სადაც ბუენოს აირესიდა ჩამოფრენისთანავე დაბინავდა და ანგარიშიც  თავად აანაზღაურა.  არც ტრადიციულ,  სპეციალურად დამზადებულ წითელ ფეხსაცმელს იცმევს, უარი თქვა პრესის მიღებაზეც...

 პაპ ფრანცისკოსეული უბრალოების  კიდევ ერთი გამოვლინების მოწმე 28 აპრილს გავხდებით,  როდესაც ის კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს გადადგამს, 12 არასრულწლოვან დამნაშავეს ფეხს დაბანს რომის მახლობლად მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ფეხბანის რიტუალი, რომელიც იესომ თავის მოწაფეებთან აღასრულა აღდგომის წინა ხუთშაბათს, წესისამებრ ხოლმე ყოველ წელს სრულდება რომის კათოლიკურ ეკლესიაში, წმინდა იოანე ნათისმცემლის ტაძარში, სადაც რომის პაპი  ფეხს 12  მოძღვარს ბანს. ამჯერად, რომის პაპი  ფრანცისკო  სასჯელმისჯილებთან აღასრულებს თავმდაბლობის უფლისეულ, უძველეს რიტუალს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6981
EUR3.0359
GBP3.5094
RUB4.2361
თბილისი 3°-16°
ქუთაისი 5°-17°
ბათუმი 8°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia