www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
06:04 28.03.2013
სტეფანე-რობოტი უკვე სკოლაშიც დადის

მოსკოვის 166-ე სკოლაში სწავლობს... რობოტი, სახელად სტეფანე, რობოტი ჩვეულებრივი მოსწავლის მიერ იმართება, რომელიც ავადმყოფობის გამო სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს, თუმცა გაკვეთილსაც პასუხობს, დავალებებსაც ასრულებს და აქტივობებშიკ კი ჩართულია. ვიდრე ნამდვილი სტეფანე ლეიკემიას ებრძოდა მისი ასლი მანქანა სასკოლო პროცესს მისდევდა. სტეფანე უკვე გამოჯანმრთელდა და თავად გააგრძელა სკოლაში სიარული, ისე რომ აღდგენებიც კი არ დასჭირვებია.

ეს ფანტასტიური სცენარი რუსულმა კომპანიამ «Рбот» რეალურ ცხოვრებაში განახორციელა. საცდელმა რობოტმა გაამართლა, პროექტი წარმატებით შედგა, კომპანია ნოემბრის თვიდან სერიულ წარმოებას გეგმავს, რათა ბავშვებს, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ აქვთ სკოლაში სიარულის საშუალება, ისარგებლონ ამ ინოვაციით და არ ჩამორჩნენ საგანმანათლებლო პროცესს.

„ავატარის“ მართვის ტექნოლოგია მარტივია, ოპერატორი კომპიუტერთან ზის და ჩვეულებრივ, კლავიშების, მაუსის, ან სენსორული ეკრანის საშუალებით მართავს რობოტს. ჩართულია ვებ კამერა, ოპერატორი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. ის კონტაქტობს კიდეც მეგობრებთან, მასზე მიკროფონი და დინამიკებია დამაგრებული. მონიტორზე, რომელიც რობოტს აქვს მიმაგრებული, ოპერატორის სახეც ჩანს. მთელი ამ სისტემის ასამუშავებლად მხოლოდ ჩართული ინტერნეტია საჭირო.

გამოგონებით უკვე ევროპა და სამხრეთ ამერიკაც დაინტერესდა, რუსული სმარტმანქანის ანალოგი იქ 15 ათასი დოლარი ღირს, რუსულზე 5-ჯერ ძვირი.

გამოგონება განსაკუთრებით წაადგებათ ექიმებს და პაციენტებს, ვინაიდან ნებისმიერ დისტანციაზე, მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში გახდება შესაძლებელი ონლაინ კონსულტაციების ჩატარება, პაციენტის კონტროლი და დაკვირვება.  მაღალი დონის პროფესორს, ქირურგს შეეძლება დისტანციურად მართოს და დააკვირდეს, რჩევა მისცეს ექიმ-ოპერატორს... შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისათვის კი ეს მეორე სიცოცხლის ტოლფასია.

ექსპერიმენტები გრძელდება, კომპანია რობოტის დახვეწაზე მუSაობს, მოკლედ, სულაც არ არის შორს ის დრო, ძველ ფანტასტიურ ფილმებში რომ გვინახავს, რკინის მანქანა მოუვლის ავადმყოფს, დაალაგებს სახლს, დააძინებს ბავშვს და კერძსაც მოუმზადებს ოჯახს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6981
EUR3.0359
GBP3.5094
RUB4.2361
თბილისი 3°-16°
ქუთაისი 5°-17°
ბათუმი 8°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia