www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:57 06.11.2012
მოვიკლათ თავი და გამოვიჭრათ ყელი - მინისტრი თანახმაა
თუ ივანიშვილი გუშინ ასე ფიქრობდა, რატომ შეიცვალა აზრი დღეს?
ციხე-კოლონიების მინისტრი სოზარ სუბარი სულ უფრო და უფრო ემსგავსება ცნობილი ექსპერიმენტის გმირებს, როცა უწყინარი ადამიანი ჯალათად გადაიქცა და პატიმრებს შეუბრალებლად სცემდა. 

გუშინ, სუბარმა კიდევ ერთი „მარგალიტი“ გაახმოვანა. „ვისაც თვითდაზიანების მიყენება უნდა, არ დავუშლი. მისი ნებაა - მიიყენოს“, - განაცხადა მინისტრმა იმ პატიმრების შესახებ, რომლებმაც პირი ამოიკერეს, ხელები გადაიკერეს და სხვადასხვა ხასიათის თვითდაზიანება მიიყენეს. 

სწორედ ასე გააპროტესტა ასობით პატიმარმა მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული წამება. მათი განცხადებით, პატიმართა ცემა და წამება ახალი ხელისუფლების პირობებშიც ხდება. პატიმრები ამბობენ, რომ მინისტრი სუბარი და მისი დანიშნული ციხის უფროსები ძველის ხელისუფლებისგან დიდად არ განსხვავდებიან.

პატიმართა მიმართ განხორციელებული ძალადობა გახდა ქსნის მე-15 კოლონიაში, 2000-მდე პატიმრის  მიერ შიმშილობის დაწყების საფუძველი. პატიმრები შიმშილობენ ორთაჭალისა თუ გლდანის ციხეებშიც. 

მსჯავრდებულთა ნათესავების მტკიცებით, სუბარის მიერ დანიშნული თანამშრომლები პატიმრებს ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ „ღირსები იყვნენ, როცა მათ აწამებდნენ, სცემდნენ და თუ „ჭკვიანად“ არ მოიქცევიან, უარესი დაემართებათ“. 

თუმცა, ამ შემთხვევაში, გაცილებით შემაშფოთებელია ე.წ. უფლებადამცველი სუბარის არაადეკვატური განცხადება პატიმრების მიერ თვითდაზიანების მიყენების შესახებ. 

მაშინ, როცა ცივილიზებული მსოფლიო დიდ ყურადღებას აქცევს პატიმართა მიერ თვითდაზიანების მიყენებისა თუ თვითმკვლელობის მცდელობის პრევენციას, მინისტრი სუბარი აცხადებს, რომ „ვისაც თვითდაზიანების მიყენება უნდა, მიიყენოს“... საინტერესოა, პატიმართა უსაფრთხოებაზე ახლა ვინ აგებს პასუხს - სუბარი თუ ხათუნა კალმახელიძე? 

P.S: შეგახსენებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ციხე-კოლონიებში, პატიმართა უსაფრთხოებაზე, მათ შორის თვითმკვლელობასა თუ თვითმკვლელობის მცდელობაზე, პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების სამინისტროს უნდა დაკისრებოდა. 

და თუ ივანიშვილი გუშინ ასე ფიქრობდა, რატომ შეიცვალა აზრი დღეს?  ერთმა პატიმარმა ქსნის მე-15 კოლონიაში პროტესტის ნიშნად ყელი გამოიჭრა... მეორემ კი, თვითმკვლელობა სცადა...

„ვისაც თვითდაზიანების მიყენება უნდა, არ დავუშლი. მისი ნებაა - მიიყენოს“
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 13°-25°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 16°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia