www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:58 01.07.2013
გირგვლიანის საქმე-პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს
პირველი რადიო

დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს და დავით ჩხიტუნიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დღეს დაუდგინდათ. ბრალდებების ფორმულირების შესახებ პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებული გამოძიების ფარგლებში გამოტანილი იქნა დავით ახალაიას, (იმ დროისათვის _ საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთოების დაცვის დეპარტამენტის უფროსი) ოლეგ მელნიკოვისა (იმ დროისათვის _ საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთოების დაცვის დეპარტამენტის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე, ოპერატიული თანამშრომელი) და დავით ჩხიტუნიძის (იმ დროისათვის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე) ბრალდების დადგენილებები. 

დავით ახალაიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხოფით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 25, 1441 -ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის "ბ", "დ", "ე", "ზ" "თ" ქვეპუნქტებით (წამების რგანიზება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირთა მიმართ, შეკვეთით ; 2006 წლის 30 მაისისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 25, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის "ა", "გ", "ზ" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უანონო აღკვეთის ორგანიზება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (თანამდებობის პიროტად გამოყენება).

ოლეგ მელნიკოვს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის "ა", "გ", "ზ" ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით). 

დავით ჩხიტუნიძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამი ეპიზოდისათვის; (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება); 

ბრალდებულების ადვოკატებს კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდებათ დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვისა და დავით ჩხიტუნიძის ბრალდების დადგენილებები.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
იანვარი 2020
იანვარი 2020
იანვარი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.8781
EUR3.2002
GBP3.7556
RUB4.6888
თბილისი -2°-3°
ქუთაისი 1°-11°
ბათუმი 6°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia