www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
08:43 19.07.2013
კახეთში 48 წლის მამაკაცმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა
presa.ge

კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების და მათთან გარყვნილი ქმედების ფაქტებმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი14 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავესშსს ინფორმაციით, ელიზბარ.მ 1999 წელს დაბადებულ კლავდია -სთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა.

სამართალდამცველებმა ელიზბარ ფ. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დააკავეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 140-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გოგონა  მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელია.  გოგონაზე ფიზიკური ძალადობა კი იმ პერიოდში განხორციელდა, როცა ის ბავშვთა სახლიდან კანონის დარღვევით ჰყავდათ გაყვანილი.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“, რომელიც რეგიონში ოჯახური ძალადობის შემცირების ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, მოიძია ინფორმაცია, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა უფლება გოგონა დედისთვის გაეტანებინა.

მცირე საოჯახო ტიპის სახლის მენეჯერის განცხადებით, ის ხელმძღვანელობს 2012 წლის დოკუმენტით, სადაც აღნიშნულია, რომ დედას ბავშვთა სახლში შვილების მონახულების და მათი იქიდან დროებით გაყვანის უფლება აქვს. თუმცა, სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა გაარკვია, რომ ბავშვი გასაშვილობილებელთა რეესტრშია შეყვანილი, დედას შვილებზე უარი 2013 წლის იანვარში წერილობით აქვს ნათქვამი და ამის შესახებ, შესაბამის მუნიციპალიტეტში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკს აცნობეს კიდეც.

სხვადასხვა პირები გოგონას მონათხრობზე დაყრდნობით განმარტავენ, რომ მასზე სექსუალური ძალადობა არაერთხელ განხორციელდა.

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ცნობით, ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის გოგონას არასრულწლოვანი ძმაც, რომელსაც მშობლების კუთვნილ სახლში არ უშვებს პირი, რომელმაც ის დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოზარდების გაუპატიურების ფაქტებმა იმატა, საზოგადოების ნაწილი აღნიშნულს ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ამნისტიას უკავშირებს, რომლის წყალობითაც ათობით პედოფილს თავისუფლება აჩუქეს.

მხოლოდ კახეთის მონაცემებს თუ გადავხედავთ  უკანასკნელი თვეების მონაცემებით სამი გაუპატიურებული ვლინდება. რამდენიმე დღის წინ სიღნაღში 50 წლის მამაკაცმა, 10 წლის გოგონა ოჯახის ახლობელმა  გააუპატიურა.  გურჯაანში კი  ყოფილმა პატიმარმა, 10 წლის ბიჭი გააუპატიურა.  გურჯაანელი დაზარალებული ბიჭის მსგავსად, სამართლის აღსრულებას ითხოვს 20 წლის გოგონა, რომელზეც დედის მეგობარმა  65 წლის გორელმა  თ. წ-შვილმა იძალადა.

წყარო: http://presa.ge/new/?m=crimes&AID=22135

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 21°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი