www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:43 12.11.2012
რატომ არ იჭერენ იუსტიციის ყოფილ მინისტრს, გია ქავთარაძეს?
ორმაგი სტანდარტი
საბა მაყაშვილი
ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას შესაძლოა ბრალი კიდევ დაუმძიმონ. მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით: „გამორიცხული არაა მას ბრალი ციხეში მომხდარი ბუნტისა და პატიმართა გარდაცვალების გამოც წაუყენონ“. 

„ციხის ბუნტი“ - ამ სახელითაა ცნობილი საქართველოში პატიმართა ყველაზე მასშტაბური ამბოხება, რომელიც 2006 წლის 27 მარტს ქ. თბილისის მე-5 („ორთაჭალის“) საპყრობილეში (ამჟამად გაუქმებულია) მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმთან შეტაკებას რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა და მწვავე პოლიტიკური დებატების მიზეზი გახდა.

იმ დროს, ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო. მაშინ, ტელევიზიით გავრცელდა კადრები, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი, ტარიელ ფოცხვერია უკრაინიდან საქართველოს ციხე-კოლონიებში, ე.წ. მაყურებლებს ურეკავდა და დავალებებს აძლევდა. 

ციხის ბუნტიდან რამდენიმე თვეში, ფოცხვერია უკრაინაში დააკავეს. მოხდა მისი საქართველოში ექსტადაციაც. ის ამჟამად საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. 

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

2006 წლის „ციხის ბუნტის“ დროს, იუსტიციის მინისტრი იყო კახი კალაძის მეგობარი, ზურაბ ნოღაიდელის კადრი, „მეოცნებე“ გია ქავთარაძე, რომელიც დღეს ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერია. 

მეტიც, ქავთარაძე, ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ მოადგილედაც კი დანიშნა, თუმცა, რამდენიმე დღეში, მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

იუსტიციის მაშინდელი მინისტრი, გია ქავთარაძე ხმამაღლა, ხაზგასმით აცხადებდა, რომ ციხის ბუნტის ჩახშობის პროცესში სამართალდამცველები კანონიერად მოქმედებდნენ. 

მინისტრი ქავთარაძე მადლობას უხდიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს, ბაჩო ახალაიას და ხაზს უსვამდა მის წვლილს - პატიმართა არეულობის კანონიერად ჩახშობის საქმეში. 

შერჩევითი სამართალი

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ახალი ხელისუფლების ახალ „ბუას“ - მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, გია ქავთარაძის შესაძლო პასუხისმგებლობაზე არ უსაუბრია. 

საინტერესოა, თუ „ციხის ბუნტის“ ჩახშობისას, ხელისუფლებამ ჩაიდინა „გაუგონარი დანაშაული“, მოახდინა რამდენიმე ურჩი პატიმრის ლიკვიდაცია, უნდა აგოს თუ არა, პასუხი, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, გია ქავთარაძემ, რომელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და მისი უფროსი, ბაჩო ახალაია ექვემდებარებოდა?

საყურადღებოა, რომ მინისტრ ქავთარაძეს, არასოდეს დასცდენია სიტყვა, „ციხის ბუნტის“ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან მისი უფროსის მხრიდან ძალის გადამეტებაზე. 

პირიქით - გია ქავთარაძემ, სასჯელაღსრულების სპეცრაზმის იმ წევრებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „ციხის ბუნტის“ ჩახშობაში, მადლობა გადაუხადა და პრემიებითაც დაასაჩუქრა. 

უფრო მეტიც: 2006 წლის „ციხის ბუნტის“ ჩახშობის ბრძანება პირადად გასცა მინისტრმა ქავთარაძემ. მან წერილობით დაავალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს ბუნტის ჩახშობა. 

შესაბამისად, როგორც მორალურად, ისე იურიდიულად, სხვა პირებთან ერთად, იუსტიციის მინისტრმა, გია ქავთარაძემ ოფიციალურად აიღო პასიხისმგებლობა ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც 2006 წელს, პატიმართა მასობრივი არეულობის ჩახშობას მოჰყვა. 

თუმცა, ივანიშვილის ხელისუფლება, 2006 წლის „ციხის ბუნტის“ დროს მომხდარ პატიმართა ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ლიკვიდაციაში, მხოლოდ მის პოლიტიკურ ოპონენტს, ბაჩო ახალაიას ადანაშაულებს, გია ქავთარაძეს შესახებ კი, მრავლისმთქმელ დუმილს ინარჩუნებს.  

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9607
EUR3.2855
GBP3.6878
RUB4.6066
თბილისი 13°-25°
ქუთაისი 14°-22°
ბათუმი 18°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia